"მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა ერთმა ზარმა ყველაფერი შეცვალა" - კრიშტიანო რონალდოს მორიგი სკანდალური ინტერვიუ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტ პირს მორგანთან საუბრისას სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და კლუბის პოლიტიკა გააკრიტიკა. გუშინ კი ინტერვიუს ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა.

კრიშტიანოს თქმით, 2021 წელს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა ყველაფერი შეცვალა.

"2021 წელს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი. გავვოცდი, რადგან მათ ჩემი დამატება ძალიან სურდათ. მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა ყველაფერი შეცვალა. 

როდესაც სულშერს თანამდებობიდან ათავისუფლებ, საჭიროა, რომ მის შემცვლელად უმაღლესი დონის სპეციალისტი დანიშნო. რანგნიკს მწვრთნელად არასდროს განვიხილავდი. მის
შეხედულებებს არ ვეთანხმებოდი.

ვფიქრობდი, რომ 13 წლის შემდეგ კლუბში ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა. თუმცა გაკვირვებული დავრჩი. რაც შეეხება ახალგაზრდა მოთამაშეებს, ისინი საკმარისად ბევრს არ შრომობენ. 

მინდა, "ლივერპულის" ქომაგებს შვილის გარდაცვალების შემდეგ თბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადო. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მადლიერი ვარ არა მხოლოდ მათი, არამედ მთლიანად ინგლისელი საზოგადოების" - განაცხადა რონალდომ.

alt"ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, "მანჩესტერმა" მიღალატა" - კრიშტიანო რონალდოს სკანდალური ინტერვიუ

alt"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო" - კრიშტიანო რონალდოს ემოციური ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული