"მესი? შესანიშნავი ადამიანია" - კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა:

"მე და ლეოს დიდებული ურთიერთობა გვაქვს. ჩემი გაგებით, მეგობრობა სხვა რაღაცაა, მაგალითად, ადამიანი, რომელიც შენთან მოდის, დაურეკავ და ა.შ. მესი? მესი უფრო თანაგუნდელს ჰგავს. დიდ პატივს ვცემ, რადგან ისიც ყოველთვის ჩემზე საუბრობს.

შესანიშნავი ადამიანია, რომელიც ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს აკეთებს" - განაცხადა პირს მორგანთან ინტერვიუში პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, ამ სეზონში პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკების" მაისური 10-ჯერ მოირგო (პრემიერლიგაში) და თავი 1 გოლით გამოიჩინა. მესის ლიგა 1-ში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
პირადად მე ლეო მესი, ყველას მირჩევნია! ლეო მესის თამაშს პირველად, რომ შევხედე, იმის მერე "მოვიწამლე" და დღემდე ჩემი კუმირია! დღესდღეობით ლეოზე ძალიან, არავის თამაში არ მომწონს! ხვიჩას წარმატება, უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და კარგი პიროვნული თვისებების მატარებელია!
გია
18 ნოემბერი 2022 12:35
1
გია მეც შენნაირად ვარ მესის მიმართ. უცხოეთიდან ლეო მესი, საქართველოდან ჩვენი ხვიჩა.
ფანი
18 ნოემბერი 2022 20:17
0
პირადად მე ლეო მესი, ყველას მირჩევნია! ლეო მესის თამაშს პირველად, რომ შევხედე, იმის მერე "მოვიწამლე" და დღემდე ჩემი კუმირია! დღესდღეობით ლეოზე ძალიან, არავის თამაში არ მომწონს! ხვიჩას წარმატება, უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და კარგი პიროვნული თვისებების მატარებელია!
გია
18 ნოემბერი 2022 12:34
0
ეს იმათ საყურადღებოდ ვინც ამ ორი ფეხბურთელისთვის ერთმანეთს ბრდღვნის მე პირადად ორივე მაგრად მომწონს მაგრამ რადგან ქართველი ვარ ხვიჩა მირჩევნია ორივეს და რომ მკითხო ქინქლაძე ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში ეხლა არ დამიწყოთ ლანძღვა მე არაობიექტური არა ვარ და ფეხბურთიც დამიჯერეთ ბევრზე მეტი ვიცი მაგრამ ასეა ზოგს კრიშტიანო მოწონს ზოგს მესი ზოგსაც პელე ან მარადონა მე ყველა მომწონს ვისაც ნიჭი და ტალანტი აქვს მაგრამ დღეს ჩემთვის ხვიჩაზე მაგარი ფეხბურთელი არ არსებობს მაპატიეთ არ ვარ ორატორი და არც სხვაზე ჭკვიანი არ მინდა დედა ტერეზა ან სხვისი მასწავლებელი ვიყო მაგრამ ერთმანეთის გლეჯას თავი დაანებეთ და ვისწავლოთ ყველამ ეთად სხვისი აზრის პატივისცემა ისინი ერთმანეთს ეფერებიან და პატივს ცემენ თქვენ კი მათ გამო ერთმანეთს შეურაცყოფას აყენებთ ორივე მაგარია ხვიჩა ორივეზე მაგარია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაპატიეთ შეურაცხოფა არც მიფიქრია წარმატებები ყველას
ვახო
18 ნოემბერი 2022 12:17
5
არ მესმის ასეთ კომენტარს დისლაიქი როგორი ტვინის ადამიანმა უნდა დაუწეროს. ასპროცენტიანი ხარ ძმა , ჩემთვის საერთო რობერტო ბაჯოს მერე ფეხბურთელი არ არსებობდა ხვიჩას გამოჩენამდე ახლა ხვიჩა ნომერ პირველია ჩემთვისაც, მაგრამ რონალდუს და მესის ვინც აგინებს მათ ფეხბურთი ისე ესმით, როგორც მე ჰოკეი
გოგა
19 ნოემბერი 2022 08:13
0
ჯიგარი ხარ, გაიხარე
ზაზა
18 ნოემბერი 2022 18:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული