13:05 09-12-2022
სად თამაშობს, კატარში? "ოქროს ბურთი" რამდენჯერ მოიგო?!" - საუდის არაბეთისკენ მიმავალ რონალდოს გზად მისი ძველი სკანდალური განცხადება დააწიეს [VIDEO]
AutoSharing Option
ჟურნალისტებმა ვეტერან ფეხბურთელს 7 წლის წინანდელი ნათქვამი გაუხსენეს, როდესაც ჩავი "ბარსელონადან" კატარში მიდიოდა სათამაშოდ, რონალდოს კი თავად "ოქროს ბურთი" 3-ჯერ ჰქონდა მოგებული.
მაშინ ერნანდესმა Cadena Ser-თან თქვა, რომ კრიშტიანო არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მაგრამ მესი - საუკეთესო და მათი ერთმანეთთან შედარება არც კი შეიძლებოდა.
რა თქმა უნდა, ჩავის ამ კომენტარზე აზრს პორტუგალიელსაც დაეკითხნენ, რომელმაც მაშინ ჟურნალისტებს მიუგო:
"ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე მე ვარ. მათ, ვისაც უნდა გამოჩნდეს წინა გარეკანებზე ან რაიმეს პოპულარიზაცია მოახდინოს, ჩემზე საუბრობენ.
"ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ჩავი? სად თამაშობს? კატარში ან (სადმე), არ ვიცი. მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ არასდროს მოუგია "ოქროს ბურთი". მე მაქვს სამი. ეს ჩემი პრივილეგიაა, ასე რომ, არ მანაღვლებს, ჩავი რას ამბობს", - თქვა რონალდომ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
G.LA გაღიზიანებს და გეშინია…)
Აი ქართველი ვითომ ფეხბურთის მოყვარულები როგორ იძახით რონალდუზე ცუდს?კაცი არი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა,უამრავი რეკორდის მფლობელი ფეხბურთში და ვიღაცა,რომელსაც სპორტში კი არა ცხოვრებაში რონალდუს მემილიარდედი არა გაქვს გაკეთებული,რონალდუზე იძახი ცუდს.
Მე ვერ მესმის ფეხბურთი გიყვარდეს(მესის კია ვისი ფანიც გინდა იყო) და რონალდუზე რაღაცეებს აბრახუნებდე.
Კაცი არის დიდი ქველმოქმედი ბოლო ბოლო.გადარჩენილი ჰყავს უამრავი ბავშვი,ეხმარება ღარიბებს და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს.ხვალვე რო მოკვდეს(ჯვარი სწერია) იმაზე მეტ ხანს შემორჩება ისტორიას ვიდრე მისმა მაგინებლებმა ეთად შეკრებილებმა რო იცოცხლოთ.
Ისე ჩემი აზრით რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელებში მე-7 ადგილზეა.
1)მარადონა.
2)რონალდო(ფენომენი)
3)ზიდანი.
ეხლა რო არგენტინის ნაკრებში ფეხბურთის თამაშს ცდილობს ის საერთოდ..... მეცოდება
სჯობს, თვითონ ითამაშოს და პრესასთან ურთიერთობისთვის, საკუთარი პოზიციების გასაჟღერებლად, პიარი დაიქირავოს. :)))