მანუელ ნოიერმა თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა - გერმანელისთვის სეზონი დასრულებულია [PHOTO]

AutoSharing Option
მანუელ ნოიერისთვის 2022/2023 წლების სეზონი დასრულდა. "ბაიერნის" მეკარემ თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა.

Sport Bild-ის ინფორმაციით, ნოიერმა გერმანიის ერთ-ერთ სათხილამურო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge

"მოგესალმებით, წლის ბოლო შეიძლებოდა უკეთესადაც დასრულებულიყო, თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოვიტეხე, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მთელ სამედიცინო გუნდს მადლობას ვუხდი. ვწუხვარ, რომ ჩემთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა" - დაწერა ნოიერმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ბაიერნი" მეორე წრეს 20 იანვარს, "ლაიფციგთან" დაპირისპირებით გახსნის. ნაგელსმანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 15 თებერვალს "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება, "რეკორდმაისტერს" პარიზულ კლუბთან: სადიო მანე, ლუკას ერნანდესი და ახლა
უკვე მანუელ ნოიერიც გამოაკლდა. 

altმანუელ ნოიერი საუკეთესოა! ობლაკი მე-6... გაიცანით დეკადის 10 საუკეთესო მეკარე

altმანუელ ნოიერი ალეკსანდრ ნიუბელის ტრანსფერით უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაანებეთ თავი ამ თხილამურებს გერმანელმა სპორტსმენებმა ხო ხედავთ არ გზოგავთ?:)))
nugo
02:51 11-12-2022
0
აიფარე ცხვირზე ხელი
dato
20:03 10-12-2022
4

სიახლეები პოპულარული