ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად კუმანი დანიშნეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელ ლუი ვან გაალს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. მას რონალდ კუმანი შეცვლის.

კუმანს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ის მუშაობას იანვრიდან შეუდგება.

კუმანი ნიდერლანდების ნაკრებში 11 წელი თამაშობდა და მის რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-2020 წლებში ამ გუნდის მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

"ახალი თანამშრომლობის დაწყებას მოუთმენლად ველი. წელიწადნახევრის წინ ეროვნული გუნდი უკმაყოფილების გამო ნამდვილად არ დამიტოვებია. ჩემი აქ ყოფნა სასიამოვნო, შედეგები კარგი, ფეხბურთელებთან ურთიერთობა კი შესანიშნავი
იყო. მალე ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ", - განაცხადა კუმანმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათ კუმანის და ვანგაალის გარდა სხვა ვერავინ ნახეს წრეებზე რომ დადიან?
nika
21:09 10-12-2022
0
ჰოლანდიას ყოველთვის მაგარი ფეხბურთელები ყავს, მითუმეტეს შემტევები, კუმანი ვან გაალზე უარესია, ვინმე წესიერი ვერ იპოვეს?
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული