წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - რუსული ფეხბურთის გააზიურების საკითხი სამშაბათისთვის გადაიტანეს

AutoSharing Option
დღეს რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომზე ევროპიდან აზიის კონფედერაციაში გადასვლაზე იმსჯელეს და საკითხის გადაწყვეტა 27 დეკემბრისთვის გადაიტანეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალეკსანდრ დიუკოვმა და საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთეს.

დიუკოვი: "არსებობს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე. ეს ადვილი გადაწყვეტილება არაა. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. პირველი - სასამართლოები. ჩვენს აპელაციას მხარი არ დაუჭირეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. კონსულტაციებს ვაგრძელებთ.

იდეოლოგიურად ევროპასთან წინააღმდეგობაში ვართ. იქ პოლიტიკა პირველ ადგილზეა, ფეხბურთი კი მეორეზე. ეს კატარში ვნახეთ. თუ დროშისა და ჰიმნის გარეშე
ასპარეზობის უფლებას დაგვრთავენ, უკეთესია ასე ვითამაშოთ. ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე აქტიურად სთავაზობენ მოქალაქეობის შეცვლას. რუსული კლუბების დიდი უმრავლესობა აზიაში გადაბარგებას უჭერს მხარს. აზიის კონფედერაცია რუსეთის მისაღებად მზადაა".

კოლოსკოვი: "ბევრი ფრთხილობს. აღმასკომის წევრთა უმეტესობა აზიაში გადასვლის მომხრეა. ბევრი გაურკვეველი საკითხია, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შემდეგი აღმასკომისთვის გადავდეთ, რომელიც სამშაბათს გაიმართება. დიდი რისკებია, არ არის გარანტია, რომ აზიის კონფედერაცია მიგვიღებს. სულ 11 ნაკრები გვყავს და მათ აზიურ გუნდებთან მოუწევთ შეჯიბრი - რამდენად საინტერესო იქნება ეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის?

ტექნიკურად ეს რთული პროცედურაა, უეფას თანხმობაა საჭირო, შემდეგ განაცხადი აზიის კონფერედაციამ უნდა მიიღოს. ამას დრო სჭირდება, მინიმუმ ნახევარი წელი. იმ დროისთვის სხვადასხვა ტურნირების კენჭისყრა ჩატარებული იქნება, მათ შორის აზიურებისაც.

და ბოლოს - არავინ იძლევა გარანტიას, რომ აზიაში გადასვლა ავტომატურად მოგვცემს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას. ჩვენ იმ შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალული გვაქვს, რომლებიც ფიფას ეგიდით ტარდება. ეს თემა შეთანხმებასა და განმარტებას მოითხოვს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
Re: "პუტლერმა გადარია ეს ხალხი"
პუტინი სად იყო 30 წლის წინ? მაშინ ვინ "გადარია ეს ხალხი"? მანამდე ვინ "გადარია ეს ხალხი"?!
ნორმალური რუსი არ არსებობს. ყველა რუსი არის რუსეთის სამხედრო დანაშაულებათა აქტიური მამოძრავებელი ძალა.
ქ. გ.
01:58 24-12-2022
3
არ ჯობია, ოკეანიის კონფედერაციაში რომ გადავიდნენ? იქ სულ პირველ ადგილზე იქნებიან! ან საკუთარი კონფედერაცია შექმნან და შეიყვანონ ისეთი ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, მათ შორის ვანუატუ და ტუვალუ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული