"არარაობანი ვართ და შეუძლიათ გადაგვაგდონ" - რუსული ფეხბურთის გააზიატების საკითხი გადაიდო

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა ევროპიდან აზიის კონფედერაციაში გადასვლის საკითხის კენჭისყრა ისევ გადაიტანა, ამჯერად 31 დეკემბრისთვის. მიზეზად აუცილებელი კონსულტაციების ჩატარება დაასახელეს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ აღმასკომზე აზრთა ერთიანობა არ იყო, ბევრი კითხვაა, მათ შორის, მთავარი - მიიღებენ თუ არა აზიაში და ფიფასა და აზიის კონფედერაციისგან რაღაც გარანტიების მისაღებად პაუზა აიღეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა გააკეთა:

"ჩვენ უეფასა და ფიფას შანტაჟირების რესურსი არ გვაქვს. საერთო ჯამში, მსოფლიო ფეხბურთში არარაობანი ვართ. არ მგონია,
რომ რუსული ფეხბურთის ჩინოვნიკები უცხოელი კოლეგების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ შეუძლიათ მოგვატყუონ და გადაგვაგდონ. დღეს აზიაში გადასვლისას ერთს დაგვპირდებიან, ხოლო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ისევ დაგვადებენ სანქციებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ციტირებს კანჩელსკისს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კანჩელსკის, პრობლემის თავი სადაცაა იმაზე უთხარი რუსებს! ფიფა-უეფაზე და აზიის კონფედერაციაზე უსარგებლო ლაპარაკს, მანდ გყავთ ერთი მანიაკი და იმას მიმართეთ.
ჯერ თქვენ შეიგნეთ და მერე მაგას გააგებინეთ, რომ თვითიზოლაციაში მოაქცია მთელი რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით (სპორტი, კულტურა, მეცნიერება და ა.შ.) და ერთადერთი სწორი გამოსავალი ჯარების უკრაინიდან გაყვანა იქნება
სიმართლე
23:50 27-12-2022
1
ამბიციური ღორები
1

სიახლეები პოპულარული