"ქალებთან კარგად მოქცევაც შეუძლია გასწავლოს" - დი მარიასა და რამის კამათში არგენტინელის მეუღლეც ჩაერთო

AutoSharing Option
სოციალური ქსელის მეშვეობით ანხელ დი მარიასა და ადილ რამის კამათში არგენტინელი ფეხბურთელის მეუღლე ხორხელინ კარდოსოც ჩაერთო. 

ყველაფერი კი ფრანგი ფეხბურთელის პოსტიდან დაიწყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ "ალბისელესტეს" მეკარე ემილიანო მარტინესს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაბიჭვარი უწოდა.

ნაკრებში თანაგუნდელი დი მარიამ დაიცვა, რომელმაც რამის მოუწოდა, რომ სხვაგან ეტირა, საპასუხოდ კი ადილმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დი მარია ტიროდა და დაწერა - "ანხელ, შეგიძლია მასწავლო, როგორ ვიტირო?".

ამ ყველაფრის შემდეგ კი არგენტინელის მეუღლემ დაპოსტა:

"ანხელს შეუძლია გასწავლოს, როგორ იტირო, ასევე, როგორ მოექცე ქალებს
კარგად და გაიტანო გოლები ფინალში", - დაწერა კარდოსომ.

დიდი ალბათობით, დი მარიას ცოლის პოსტი პამელა ანდერსონისა და ადილ რამის ურთიერთობას ეხებოდა. როგორც იცით, ცნობილმა მოდელმა განშორების შემდეგ ფეხბურთელს ურჩხული უწოდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ მესის ფანებს რა გჭირთ? მართლა სექტანტებით რომ იქცევით, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება.დიდი ამბავი ეხლა მსოფლიო მოიგო არგენტინამ, ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგო, მაგრამ არგენტინელებისთვის ეტყობა ღირსება უცხო ხილია
მამუკა
21:52 29-12-2022
12
და რო არ მოვკეტოთ? მამის ნაცჰუქარი არავის შეუჭამო!
argentum
19:58 29-12-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული