რუსეთი აზიაში გადაბარგებაზე ორჭოფობს - მათ სიხარულით იქაც არ ელიან

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა აზიის კონფედერაციაში გადასვლის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანშეწონილობას 2023 წლის მარტამდე განსაზღვრავს.

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბონიტა მერსიადესი კი რუსეთის აზიის კონფედერაციაში მიღების წინააღმდეგია.

"რუსეთის უეფაში ან აზიის კონფედერაციაში ყოფნა არავითარ როლს არ თამაშობს ძირითად საკითხში, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდა აეკრძალოთ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ისინი ადამიანის უფლებებს და დადგენილ წესებს პატივს არ სცემენ. ამდენად რუსეთმა საკუთარ თავს თავად ჩამოართვა უფლება, იყოს მსოფლიოს სპორტული თანამეგობრობის ნაწილი.
მართებული იქნება ფიფას კითხვა დავუსვათ - აქამდე საერთოდ რატომ არ გარიცხეს თავისი რიგებიდან?", - ციტირებს მერსიადესს "გარდიანი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯიქიას არჩევნმა რომ გაუმართლა მე სხვა ეგეთი არ მინახავს :))))
სიმართლე
10:02 06-01-2023
0
მე ის მიკვირს რომ ეს სპორტსმენები ჩუმად არიან, მარტო ფეხბურთს არ ვგულისხმობ, ნუთუ ისე არიან დაშინებული რომ კარიერას ინგრევენ. ვერ ხედავენ რომ ამ ომმა მათ მომავლის პერსპექტივას დედა უტირა?
დავით 67
23:29 05-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული