სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერი" "ნაპოლის" მასპინძლობს. პირველი ნახევარი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. მართალია, ბურთს უფრო ხშირად "პარტენოპეი" ფლობს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი "ნერაძურიმ" შექმნა.
"ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მატეო დარმიანი მეურვეობს. ქართველმა მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდი "კვარას" წინააღმდეგ განსაკუთრებით ყურადღებით თამაშობს.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი მატეო დარმიანს ჰქონდა, 26-ე წუთზე ედინ ჯეკომ იტალიელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გამოცდილი მცველის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
წინ დაძაბული მეორე ნახევარი გველოდება...
00:32 05-01-2023
"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
თქვენი გოოოოოლ ის ღრიალი და ცხოველივით ღმუილი რაში ჭირდება როცა გოლებს შეყრის. თუ წაგებული თამაშის დროს მხარდაჭერა არ შეგიძლიათ ვის რაში ჭირდება თქვენი ყიჟინის ცემა მოგებისას.
მისნაირ სპორტსმენს არ იმსახურებს ეს ქვეყანა.
სხვა ფეხბურთელებს არ წაუგიათ ხო თამაშები?
რაც ნაპოლიში გადავიდა, წაუგებელი სერია დადო გუნდმა და სულ მისი დამსახურებით.
თქვენ იტყვით რომ ვინმეს გულშეატკივარი ხართ?
კარგიც კი არის ჩავარდნა რომ ექნეს. თვენნაირი დაბალი ხარისხის გულშეატკივარი დაიფილტრება და მხოლოდ ნამდვილები დავრჩებით, ვინც ყველანაირი შედეგის მიუხედავად მხარს დავუჭერთ.
მხოლოდ ასეთი ხალხისთვის ითამაშებს და არა ბანძი ჰეითერებისთვის.
საკუთარი წაუმატებლობისგან შვებას ნახულობთ,მესმის და ამის გამო მეცოდებით კიდეც...
წარმატებები ხვიჩააააააა
ერთხელ მაინც ხო შეიძლება გამოავლინოთ ადეკვატურობა, ან გაჩუმეთ და საკუთარი უვიცობა არ აფრქვიოთ
თორემ ფეხბურთის კარგად თამაში და სიყვარული ერთიმეორეს არ გამორიცხავს :-) :-)