"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"ბურთის მაღალ ტემპში გათამაშებას ვერ ვახერხებდით და მეტოქის ნახევარზე თამაში გვიჭირდა. ჩვეულ დონეზე ვერ ვითამაშეთ. მეტი ძალა, სისწრაფე და აგრესიულობა გვჭირდება. რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ, ზოგიერთის სათამაშო დონე ზღვარს ქვემოთ იყო.

ოსიმენისთვის აჩერბი უხერხული მეტოქე გამოდგა. უფრო მეტი შეგვიძლია. ფორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ და კიდევ უფრო მეტი ვივარჯიშოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს",
5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაღალი ტემპი და ხარისხი კი არა,მსაჯი დაგაკლდათ თამაშზე. ერთხელ სცადა და ჩაარტყეს,მეორედ სცადა და ჩაარტყეს,მესამედაც იგივე მოხდა და რა ტემპს ან ხარისხს ითხოვდი ლუჩანო? კაი,მსაჯი გამოიმნაირდა და შენ რო არ მოგითხოვია არაფერი,რას უნდა დავაბრალოთ? ეგეთ მომენტში კლოპი მეოთხე მსაჯს გადასანსლავდა საახალწლო ვინეგრეტივით. ნაპოლის დარდი არ მაქვს,რახან კვარა ფეხის მოტეხვას გადარჩა უკვე წარმატებაა. ჩმორი მწვრთნელი ყავს ნაპოლის,მხოლოდ ფეხბურთელებს აკკრიტიკებს და მსაჯს არა,როცა უამრავი ყვითლის ამოღება შეიძლებდა. შკრინიარის მომენტი რად ღირს მარტო. ეს არის იტალიური სანაქებო "დაცვა",უფრო სწორად ამას ეძახიან სანაქებო დაცვას.მარადონასაც უბრახუნებდნენ ბევრს,მარა მაშინ სხვა დრო იყო,ფეხბურთელებს უნდა იცავდნენ უფრო მეტად,თორე ერთ დღეს MMA მივიღებთ ფეხბურთის ნაცვლად.დოურეკავს დვლაიშვილს და ისწავლის კვარაც წიხლების ქნევას :)
კოლინა
09:58 05-01-2023
6
ყველაფერი კარგად იქნება
გიორგი
08:29 05-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული