"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა კრისტიანო ჯუნტოლის მუშაობით მოხიბლულია. იტალიელმა გასულ ზაფხულს გამორჩეული ტრანსფერები განახორციელა: ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯაე, ჯაკომო რასპადორი, მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელებმა კი "პარტენოპეი" დატოვეს.
სპალეტის გუნდი 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და ამაში დიდი დამსახურება სწორედ ჯუნტოლის მიუძღვის.
კრისტიანოს "ნაპოლისთან" მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულს ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა 50 წლის საფეხბურთო სელექციონერი "იუვენტუსში" მუშაობას.
ჯუნტოლი მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს - "ნაპოლი" ზაფხულში 3 ფეხბურთელს შეიძენს
ჯუნტოლისა და ხვიჩას აგენტების შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
"ხვიჩაზე ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა, პრესის ფაბრიკაცია" - ჯუნტოლი ქართველი ვარსკვლავის შესახებ