2023 წელს სუპერთასის მატჩი რუსეთში აღარ გაიმართება - ცნობილია, რომელი ქალაქი უმასპინძლებს ამ მატჩს

AutoSharing Option
უეფამ გვაუწყა, რომ 2023 წელს სუპერთასის მატჩი ყაზანში აღარ გაიმართება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ათენი 16 აგვისტოს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ყაზანში ჩატარების გადაწყვეტილება 2020 წელს იქნა მიღებული.

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალიც რუსეთში, კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მატჩი პარიზში შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული