ფედელე: სპალეტიმ ზაფხულში "ნაპოლი" უნდა დატოვოს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხშირად ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკითაა დაკავებული, ამჯერად "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელზე, ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა.

ფედელეს თქმით, 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლოს თანამდებობა უნდა დატოვოს, ენრიკომ ასევე "კვარაზეც" ისაუბრა და როგორც იქნა, ქართველის შესახებ დადებითად ისაუბრა.

"კვარაცხელიას" საგოლე პასი "სპეციასთან" მართლაც შთამბეჭდავი იყო. ამ ეპიზოდისას ქართველმა გონიერება გამოიჩინა, რადგან ეგოისტურად არ ითამაშა და თანაგუნდელს გაატანინა.

მე რომ სპალეტი ვიყო, თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვებდი, რადგან თუ შემდეგ სეზონში წარმატებას ვერ მიაღწევს, მას
"პარტენოპეის" დატოვება მაინც მოუწევს და ამას დამარცხებულის რანგში გააკეთებს" - აღნიშნა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" კი 13 ქულით უსწრებს, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

alt"რა ჯანდაბას მეკითხები?" - ჟურნალისტმა სპალეტი წყობიდან გამოიყვანა [VIDEO]

altმეუღლე თამარა და სამი შვილი - გაიგეთ მეტი ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის პირად ცხოვრებაზე


მკითხველის კომენტარები / 15 /
ვაა.. იტალიელი ანზორა კავაზაშვილი გაიჩითა? კაი ხანია ანზროაზე არაფერი დაგიწერიათ ისე და ამ კაცით ჩაანაცვლეთ?
ვახო
22:18 07-02-2023
1
ნეტა რაშია საქმე ძალიან უცნაურად არის გადაკიდებული ეს ტიპი. პარადოქსია, ნაპოლი ჩემპიონი ხდება სპალეტი ბრწყინვალე მწვრთნელია დიდება ელოდება და ეს კიდე იძახის ზაფხულში უნდა წავიდესო. კვარაცხელიაზე ხო საერთოდ, და სპალეტისგან რაღა უნდა რა დონის ავადმყოფია გასასინჯია ექიმთან
Kamora
23:27 07-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული