უარი არგენტინას და გაბრაზება სკალონიზე - გარნაჩო ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
The Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდმა ალეხანდრე გარნაჩომ ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

ის მადრიდში დაიბადა და ესპანეთის მოქალაქეა, თუმცა დედა არგენტინელი ჰყავს და ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს.

ახალგაზრდა თავდამსხმელს ჯერჯერობით არცერთ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა, თუ ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციას მოვიყვანთ, ალეხანდრომ არჩევანი "ფურია როხას" სასიკეთოდ გააკეთა. 

ფეხბურთელი "ალბისელესტეს" მწვრთნელ ლიონელ სკალონიზეა გაბრაზებული, რომელმაც 2022 წლის მუნდიალზე მის მაგივრად ტიაგო ალმადას უხმო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაით რა ასეთი გარნაჩოები ყველა კვარტალში იბადება არგენტინაში, ისე როგორც წვიმის მერე სოკოები, ვის რა სახვეწარი აქ, არ უნდა ნუ უნდა.
ეეე
23:34 20-02-2023
1
თუ ესპანეთშია დაბადებულ გაზრდილი,რა თქმა უნდა პირველ არჩევანად,ესპანეთს გააკეთებს.სამშობლოა,უფრო დალაგებული ქვეყანაა და მიუხედავად არგენტინელების ჩემპიონობისა,იმასაც ხვდება,რომ მესი,მომდევნო მუნდიალზზე,რომც იყოს,ისეთი ვეღარ იქნება,როგორიც ამ მუნდიალზე იყო.ესპანეთში კი,უკვე გამოცდილება მიღებული ისეთი ახალგაზრდობა იყრის თავს,რომ ეს თაობა,აუცილებლად გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.
სოსო
21:18 20-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული