ის მადრიდში დაიბადა და ესპანეთის მოქალაქეა, თუმცა დედა არგენტინელი ჰყავს და ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს.
ახალგაზრდა თავდამსხმელს ჯერჯერობით არცერთ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა, თუ ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციას მოვიყვანთ, ალეხანდრომ არჩევანი "ფურია როხას" სასიკეთოდ გააკეთა.
ფეხბურთელი "ალბისელესტეს" მწვრთნელ ლიონელ სკალონიზეა გაბრაზებული, რომელმაც 2022 წლის მუნდიალზე მის მაგივრად ტიაგო ალმადას უხმო.