"გავყიდე მოთამაშეები, რომლებსაც მოტივაცია აღარ გააჩნდათ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TNT Mexico-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

73 წლის კინორეჟისორის თქმით, მოთამაშეებმა, რომლებსაც წარმატების მისაღწევად საკმარისი მოტივაცია აღარ გააჩნდათ, გასულ ზაფხულს გუნდი დატოვეს.

"სიმართლე გითხრათ, სეზონის დაწყებამდე ვიცოდი, რომ შესანიშნავად ვიასპარეზებდით. შემადგენლობის ძირითადი ბირთვი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი იყო, რაც ზოგიერთ მოთამაშეს დემოტივირებულს ხდიდა. ჩვენმა სკაუტებმა შესანიშნავად იმუშავეს და გამორჩეული ფეხბურთელებიც შევიძინეთ.

"ნაპოლის" ჰყავდა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც: ედინსონ კავანი, ეზეკიელ ლავეცი და გონსალო იგუაინი არიან, მათი ადგილი კი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კიმ მინ ჯემ,
ზამბო ანგისამ და სხვა ფეხბურთელებმა დაიკავეს.

რაც შეეხება კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხს, ეს საუკეთესოდ მეხერხება. ასე რომ, ამაზე არ ინერვიულოთ (იცინის). თუმცა ზოგიერთ შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ასეთ ძლიერ "ნაპოლის" კიდევ დიდხანს ვიხილავთ.

ლოსანო ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ მასთან შეთანხმებას მივაღწევთ. მექსიკელს უამრავი გოლი გააქვს და ძალიან სწრაფია.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

alt"რა ღირს კვარაცხელია?" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი

alt"მომავალ სეზონში "რეალში" ვიხილავთ" - კარაგერი "კვარაზე"

alt"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი წლის მერე გვაქვს საპასუხო თამაში?
ხვიჩა კვარაცხელია
22 თებერვალი 2023 22:00
0
მაგარი გუნდი დადგა მართლაც ნაპოლი. ლოსანო ძაან კარგია ადრე არ ჩანდა მაგრამ ეხლა ძაან მოუმატა. ოსიმენი გიჟია და საკმაოდ ჭკვიანიც ზუსტად იცის სად უნდა იყოს საჭირო დროს და უკვე როგორც პროფესიონალი ყალიბდება. მას ნაპოლიში არავინ დატოვებს. პრემიერლიგის იგროკია ზედგამოჭრილად. კვარა ხომ კვარაა და ეგ არის ყოჩაღია და ძაან მაგარია ეს ჩვენი კაცი. არაუშავს პენალტი ვის არ გაუმაზია ხუინია ეგ ამბავი და ხვიჩას ეგ ვერ დაჩრდილავს. უფრო უნდა მოუმატოს კიდევ სულ მგონია რომ რაღაც შიშით თამაშობს. ფსიქოლოგების დახმარება საჭიროა მაგ დროს.
Edinio
22 თებერვალი 2023 17:07
1
აშკარად ტყუის.ინსინიეს და კულიბალის ნაცვლად,სრულიად გამოუცდელი ფეხბურთელების მოყვანისას,სეზონის დაწყებამდე,ვერავინ იქნება დარწმუნებული,რომ თავიდანვე,გუნდი უკეთესად ათამაშდება.ასე დარწმუნებული რომ ყოფილიყო,უფრო მეტსაც გაიმეტებდა მათ საყიდლად და სამი წელი,თვალყურის დევნებას არ დაუწყებდა.მილანის წარმომადგენელი,სხვაგან რომ არ გადასულიყო,ისინი აიყვანდნენ ხვიჩას და მაშინაც ასე იტყოდა?
სოსო
22 თებერვალი 2023 15:46
2
მექსიკელს უამრავი გოლი გააქვს?? 3 გოლი თუ უამრავია მთელს სეზონში კვარა ყველანაირ ზღვარს გაცდენილა მაშინ :)))
ალექს
22 თებერვალი 2023 14:23
2
Jer waikitxe vis misca interviu da mere iboboqre :)meksikis televizias:))))gushin rovorc iqna lozanom xvichas(3macveli dasdevda)isargebla da ki gaxda machis sauketeso pegburteli(chemi azrit kimi iyo girsi)
L.J .
22 თებერვალი 2023 16:02
1
ეს ინტერვიუ მისცა მექსიკის მედია საშუალებას და შესაბამისად, ლოსანო შეაქო (ეკუთვნის კიდეც).
აბა, წარმოიდგინეთ, ქართულ გამოცემას რომ მისცეს ინტერვიუ და ხვიჩაზე არაფერი თქვას. . . ხომ დაახურავენ თავზე ცალკე ჟურნალუსტი და ცალკე მკითხველები კომენტარებში. D)))
გივი
22 თებერვალი 2023 15:50
0
ჩვენც გვინდა ესეთი "რეჟისორი" )))
ნზ
22 თებერვალი 2023 13:08
1
უკეთესები გვყავს.
გია პაპა
22 თებერვალი 2023 13:39
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული