"მე და ჩემს შვილებს სიკვდილი გვისურვეს" - პოტერი შოკირებულია

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა Sky Sports-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა, მოგეხსენებათ, "არისტოკრატებს" არც ისე წარმატებული პერიოდი უდგათ, რის გამოც 47 წლის ბრიტანელ სპეციალისტზე ზეწოლა იმატებს, გულშემატკივრები მის გაშვებას ითხოვენ. პოტერის თქმით, იგი მუქარის შემცველ წერილებს იღებს.

"მივიღე წერილი, სადაც ეწერა, რომ მე და ჩემს შვილებს სიკვდილს გვისურვებდნენ, რა თქმა უნდა, ამის წაკითხვა არც ისე სასიამოვნოა. გულშემატკივრების მესმის, წაგება სასიამოვნო არ არის, მიუხედავად ყველაფრისა, "ჩელსიში" უდიდეს გამოცდილებას ვიღებ და ამის გამო მადლიერი ვარ.

კრიტიკას ყოველთვის მივიღებ, თუმცა ამ შემთხვევაში,
ჩემი ოჯახი არაფერი შუაშია" - განაცხადა პოტერმა.

შეგახსენებთ, "ჩელსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. "ლურჯები" ხვალ, 26 თებერვალს ჩემპიონატში "ტოტენჰემს" ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

alt"ჩელსიში" წასული პოტერი "შახტარის" ყოფილმა მწვრთნელმა ჩაანაცვლა

alt"ჩელსის" გრემ პოტერის დანიშვნა სოლიდურ თანხად დაუჯდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩელსიში რომ გამოცდილების მისაღებად ხარ მაგარი პასუხია რა
Juve
00:07 26-02-2023
0

სიახლეები პოპულარული