თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა გრანდმა "ბეშიქთაშმა" პირველი შეხვედრა გამართა, "ანტალიასპორს" დაუპირისპირდა და დაუზავდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრის მიმოხილვაზე მნიშვნელოვანი თურქი გულშემატკივრების საქციელი გახდა, რომელიც სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო.
ფანებმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის სათამაშოები ისროლეს...
ვიდეო აღებულია CBS Sports Golazo-ს "ტიკ-ტოკ" გვერდიდან