დე ლაურენტისმა "ნაპოლის" შესახებ საინტერესო წინადადება მიიღო - "პარტენოპეის" შეძენა ამერიკელებს სურთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ამერიკულმა კომპანიამ კლუბის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევრო შესთავაზა. ამის შესახებ RAI-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება.

წყაროს ცნობით, 71 წლის კინორეჟისორმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, თუმცა "პარტენოპეის" გაყიდვას არ გამორიცხავს.

"დე ლაურენტისს სჯერა, რომ "ნაპოლი" უფრო მეტი ღირს. რამდენს ითხოვს აურელიო? შევიტყვე, რომ იგი 1.5 მილიარდი ევროს მიღების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდება" - განაცხადა ვენერატომ.

შეგახსენებთ, იტალიელმა რეჟისორმა "ნაპოლი" 2004 წელს შეიძინა. მაშინ "პარტენოპეი" იტალიის რანგით მე-3 ლიგაში ასპარეზობდა.

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე

სხვანაირად ალაპარაკდა

alt"გავყიდე მოთამაშეები, რომლებსაც მოტივაცია აღარ გააჩნდათ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

altდე ლაურენტისი: კვარაცხელიას შეძენა 18 წლის ასაკშიც გვსურდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიდევ ერთი მიზანმიმართული ბრძოლა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. თუ იყიდეს ნაპოლი მისგან არაფერი დარჩება. საერთოდ არ უნდა იყიდებოდეს ისეთი რამ, რაც კულტურულ მემკვიდრეობასთან და ქალაქის სიამაყესთან ასოცირდება!
ლაშა
11:36 01-03-2023
2
თითქმის ყველა ფეხბურთელზე მიდის ლაპარაკი გაყიდვაზე. სახელდება და სახელდებოდა ოსიმენი, ლობოტკა, ზელესკი, კიმი, ლოსანო, უკვე ხვიჩაზეც ალაპარაკდნენ და ვიღა დარჩა? ასეთ შემთხვევაში სჯობია მთლიანი კლუბის გაყიდვა, რადგან დე ლაურენტისი ამ შემადგენლობას რომ ვერ შეინარჩუნებს ამაზე მე სულ თავიდან ვწერდი დარწმუნებით, თუმცა აქ ბევრი არ დამეთანხმეთ. ნაპოლი რომ გრანდი არ არის ამიტომ ვწერდი და ამ კაცის ხელში ვერც გახდება. თუ ვინმე დიდი ინვესტორი მოვა ამ კლუბს და ამ შემადგენლობას შეინარჩუნებს მაშინ შეიძლება იმ გზას დაადგეს ნაპოლი რომ გრანდად გადაქცევის შესაძლებლობა მიეცეს, რასაც წლები დასჭირდება. ეს კაცი მშვენივრად ხვდება რომ ახლა პიკზეა და ბიზნესში იმიტომ მოვიდა პიკზე რომ ესარგებლა. ახლა თქვენ რაც გინდათ ის უწოდეთ დე ლაურენტის გინდ ვაჭარი, გინდ ბიზნესმენი რაც იგივეა და თუ გინდათ გულანთებული ნაპოლის პატრიტიოტი. ის მაინც კლუბის ისტორიაში შევა სეზონის ბოლოს. ასევე ყველა ფეხბურთელი. ჩვენი ხვიჩა კი გამორჩეულად დარჩება მათ ისტორიაში.
G.LA
14:05 01-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული