აპირებს თუ არა მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს?

AutoSharing Option
РБ СПОРТ- იტყობინება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი სპორტული მოქალაქეობის შეცვლას და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი დასკვნით სტადიაზეა.

23 წლის მარადიშვილი რუსეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, თუმცა ეროვნულ გუნდში არ უთამაშია და სპორტული მოქალაქეობის უპრობლემოდ შეცვლა შეუძლია. მან ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა
საზონოვი საქართველოს მოქალაქე გახდა და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში ჩასატარებელი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ცნობისათვის, ამას წინათ მარადიშვილის თანაგუნდელმა ნაირ ტინგიზიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვინც წინააღმდეგია, მათი აზრი მაინტერესებს- დაუშვათ გადაწყდა და ევროპიას ჩემპიონატზე გასავლელ გადამწყვეტ მატჩში გოლი გაიტანა, გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ?!!!!
ნუგზარი
13:51 17-03-2023
1
ბიჭო, აქეტ უნდა ცდილობდეს ნაკრებში თამაშს და ჩვენ იქეთ ვეხვეწებით? მამამისმა უარყო ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე და ამის შემდეგ განხილვაც კი არ უნდა იყოს მაგის ნაკრებში თამაშის თაობაზე.
irakli81
12:25 17-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული