"მოხარული ვარ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით" - რონალდო ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში საკუთარ როლსა და არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.

"მოთამაშეები ძალიან ბედნიერები არიან, ატმოსფერო კი შესანიშნავია. როგორც უკვე ვთქვი, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ახალი საფეხურია. ენერგიითა და პოზიტივით სავსენი ვართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ახლა განსხვავებული იდეები და მენტალიტეტია. მოხარული ვარ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით. სასიამოვნოა, რომ მომეცა შესაძლებლობა, პორტუგალიას კიდევ ერთხელ დავეხმარო.

ატმოსფერო მანამდეც მშვენიერი იყო, მაგრამ ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს. არ ვამბობ, რომ უკეთესი ან უარესი მდგომარეობაა, ვიდრე მანამდე, უბრალოდ, მშვენიერი ცვლილებაა. ნაკრების თითოეული წევრი იმავეს გიპასუხებთ. განსხვავებული
ენერგია იგრძნობა გასახდელში. ყველა ფიქრობს, რომ შემდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

ჩემი როლი პორტუგალიის ნაკრებში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მე ყოველთვის მოვალ, თუ ჩავთვლი, რომ ისინი მენდობიან. ისეთი მოტივირებული ვარ, თითქოს ეს პირველად ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში.

მე მიყვარს ეროვნული გუნდისთვის თამაში. უკვე 20 წელია აქ ვარ, რაც მარტივი სულაც არ არის. თუკი სამწვრთნელო შტაბი მე ღირებულ მოთამაშედ მიმიჩნევს, მზად ვარ ჩემი მაქსიმუმი გავიღო, რათა პორტუგალიის ნაკრები, გუნდელებთან ერთად, უმაღლეს მწვერვალებზე დავაბრუნო. ეს ჩემი სახლია და თავს კომფორტულად ვგრძნობ", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია კრიშტიანოს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, თუმცა ახლად დანიშნულმა რობერტო მარტინესმა, რომელმაც ფერნანდო სანტოსი შეცვალა, პორტუგალიელი ლეგენდა კვლავ გამოიძახა შემადგენლობაში.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ


alt "ოცნება ახდა" - შვილის გარდაცვალებისა და პირადი ტრაგედიის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ცოლმა, ჯორჯინა როდრიგესმა ოცნება აისრულა და სამეფო ოპერის თეატრში ბალეტი შეასრულა

altრონალდუსგან ვერაფერს გამორიცხავ - ითამაშებს თუ არა ვარსკვლავი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე?!

altიარმოლენკო რონალდუსა და პოგბას გამოეხმაურა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
Gansakutrebit iset seriozul nakrebebtan rogorebic lixtenshteini da luksemburgia :daamata ronaldum :)))
L.J .
15:17 23-03-2023
4

სიახლეები პოპულარული