"მუდრიკმა ჯერ თამაში არ იცის და მოთმინებაა საჭირო" - ჯერარდი და ლებეფი უკრაინელზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინის ნაკრები ლონდონში ინგლისთან ისე დამარცხდა (0:2), რომ კარში ბურთი არ დაურტყამს. WhoScored-მა უკრაინელთა 22 წლის ნახევარმცველ მიხაილ მუდრიკს 5.7 დაუწერა, რაც ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასებაა.

მუდრიკმა 61 წუთი ითამაშა, ერთხელ დაარტყა კარისაკენ, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი გადაცემების სიზუსტე კი 70% იყო.

მუდრიკის შესახებ კომენტარი "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა და "ჩელსის" ექსმცველმა ფრანკ ლებეფმა გააკეთეს.

"ინგლისი ფანტასტიკური იყო, რადგან ღიად თამაშობდა. მუდრიკის მწვრთნელი რომ იყოთ, მისით აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩებოდით. ჩემი მთელი პატივისცემის მიუხედავად, უნდა
აღვნიშნო, ის ჯერ კიდევ სწავლობს თამაშს. არ იცის, რომ საკას მეურვეობისას არ შეიძლება ბურთი მარცხენა ფეხით მიაღებინო, რადგან ცაცია მისი "ჯადოსნური ჯოხია". პირველი გოლისას სწორედ ეს მოხდა", - განაცხადა ჯერარდმა Channel 4-თან ინტერვიუში.

"მუდრიკის შემადგენლობაში იმის გამო დაყენება, რომ 88 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ეს თანხა უნდა გამოიმუშაოს, სულელური და არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. ის ჯერ კიდევ არაა მზად და მოთმინებაა საჭირო", - წერს ლებეფი Substack-ის სვეტში.

მუდრიკმა ამ სეზონში "ჩელსიში" პრემიერლიგის 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზოგადად უკრაინელები არ გამოირჩევიან ტექნიკური ფეხბურთით, სულ გვჯობდნენ და გვჯობნიან დისიპლინით და კარგი ჩემპიონატით, ეს ბიჭი ეხლა ადგება ცენტრიდან წაიღებს ბურთს და გაიტანს ეგ ტყუილია, კვარა, რო გადასულიყო მანდ და ამ დროსაც, ბევრად უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა
გოგა
28 მარტი 2023 13:54
0
ცოტა უხერხული ხომ არ არის ასე ქედმაღლურად კვარას და ამ უკრაინელი ბიჭის შედარება,ჯერ კიდევ საკითხავია ხვიჩა როგორ ითამაშებდა პრემიერ ლიგაში- ჩელსი-ში შუა სეზონში რომ ჩასულიყო, თანაც ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობის ფონზე,როგორშიც ახლა უკრაინელები არიან, ამასთან დღემანდელი ინგლისის ნაკრები არც სასუელო,ტორინო,კრემანოზე და მითუმეტეს არც მონღოლეთია,რომ დღემანდელ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინის ნაკრებმა ლონდონში ტოლ-სწორად ეთამაშოს.ისე ოსიმენამაც ითამაშა ორი თამაში ნიგერიის ნაკრებში გასულ სამ დღეში და გოლი კი არა კარშიც ვერ დაარტყა. ნორვეგიის თამაშს მაინც დაელოდეთ და მერე წერეთ ასეთი კომენტები...ოღონდ მოვიგოთ და....
შულაია
28 მარტი 2023 11:30
17
მუდრიკის შემთხვევაში ალბათ მოხდა ფულის გათეთრება ფეხბურთში მსგავსი ხშირია. უკრაინის მდგომარეობის გამო ამ ფაქტს არავინ შეისწავლის და შერჩებათ ხახვივით.
სსს
28 მარტი 2023 11:12
3
შეიარაღბას ყიდიან და ეს შერჩებათ და მუდრიკის გაყიდვა რა სალაპარაკოა.
alexandre
28 მარტი 2023 15:38
2
რითი სჯობია ეს ჩრდილოელი ლობჟანიძეს?
უვიცი
28 მარტი 2023 08:17
4
აი ზუსტად რომ კვარას ბრალია რომ მუდრიკში ამდენი გადაიხადეს …იფიქრენ კვარას დონის ვარსკვლავია და თან უკრაინელი სადაც ომია და რომლებიც ჩვენგან განსხვავებით არიან საფეხბურთო რუკაზე …აი აგენტი რომ იძახით ყოლია მუდრიკს ნაგავი გაყიდა 100 მილიონად და ერთმა ბრძენმა მსოფლიოს საუკეთესო ბრილიანტი 10 მილიონად ძლივს გაყიდა ….მდააა!!!
შეაარგოოთ
28 მარტი 2023 06:29
3
ხოჭოლავამ რა ქნა გაიკეთა ოპერაცია?!
ლადო
28 მარტი 2023 02:51
0
მუდრიკი არაა ცუდი ფეხბურთელი უბრალოდ სწორხაზოვანია, მარტო სისწრაფით ვერავის გააკვირვებ ინგლისში, ინგლისელი მცველებიც ცხენებივით დარბიან. მეტი კრეატიულობა უნდა და არაორდინალური ქმედებები! კვარა რატომ არის მოვლენა? არაორდინალურობა თვითონაც არ იცის წამის მეათასედში რას მოიფქირებს რომ მცველი ხახამშრალი დატოვოს!
zaza
27 მარტი 2023 22:59
1
22 წლის ტიპში რომელსაც თვლიან რომ არ არის ჯერ მზად ტოპ ლიგისთვის გადაიხადეს 100 მილიონი ევრო და კვარაზე თავის დროზე 20-30 მილონი ეძვირათ....
რიკი
27 მარტი 2023 21:59
0
ინგლისში რომ წავიდა მეტის ღირსია!
ლაშა
27 მარტი 2023 21:04
12
გამოგწერეს,თუ გამოიქეცი
ლაშა-ს
28 მარტი 2023 09:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული