"მუდრიკმა ჯერ თამაში არ იცის და მოთმინებაა საჭირო" - ჯერარდი და ლებეფი უკრაინელზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინის ნაკრები ლონდონში ინგლისთან ისე დამარცხდა (0:2), რომ კარში ბურთი არ დაურტყამს. WhoScored-მა უკრაინელთა 22 წლის ნახევარმცველ მიხაილ მუდრიკს 5.7 დაუწერა, რაც ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასებაა.

მუდრიკმა 61 წუთი ითამაშა, ერთხელ დაარტყა კარისაკენ, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი გადაცემების სიზუსტე კი 70% იყო.

მუდრიკის შესახებ კომენტარი "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა და "ჩელსის" ექსმცველმა ფრანკ ლებეფმა გააკეთეს.

"ინგლისი ფანტასტიკური იყო, რადგან ღიად თამაშობდა. მუდრიკის მწვრთნელი რომ იყოთ, მისით აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩებოდით. ჩემი მთელი პატივისცემის მიუხედავად, უნდა
აღვნიშნო, ის ჯერ კიდევ სწავლობს თამაშს. არ იცის, რომ საკას მეურვეობისას არ შეიძლება ბურთი მარცხენა ფეხით მიაღებინო, რადგან ცაცია მისი "ჯადოსნური ჯოხია". პირველი გოლისას სწორედ ეს მოხდა", - განაცხადა ჯერარდმა Channel 4-თან ინტერვიუში.

"მუდრიკის შემადგენლობაში იმის გამო დაყენება, რომ 88 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ეს თანხა უნდა გამოიმუშაოს, სულელური და არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. ის ჯერ კიდევ არაა მზად და მოთმინებაა საჭირო", - წერს ლებეფი Substack-ის სვეტში.

მუდრიკმა ამ სეზონში "ჩელსიში" პრემიერლიგის 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზოგადად უკრაინელები არ გამოირჩევიან ტექნიკური ფეხბურთით, სულ გვჯობდნენ და გვჯობნიან დისიპლინით და კარგი ჩემპიონატით, ეს ბიჭი ეხლა ადგება ცენტრიდან წაიღებს ბურთს და გაიტანს ეგ ტყუილია, კვარა, რო გადასულიყო მანდ და ამ დროსაც, ბევრად უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა
გოგა
13:54 28-03-2023
0
ცოტა უხერხული ხომ არ არის ასე ქედმაღლურად კვარას და ამ უკრაინელი ბიჭის შედარება,ჯერ კიდევ საკითხავია ხვიჩა როგორ ითამაშებდა პრემიერ ლიგაში- ჩელსი-ში შუა სეზონში რომ ჩასულიყო, თანაც ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობის ფონზე,როგორშიც ახლა უკრაინელები არიან, ამასთან დღემანდელი ინგლისის ნაკრები არც სასუელო,ტორინო,კრემანოზე და მითუმეტეს არც მონღოლეთია,რომ დღემანდელ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინის ნაკრებმა ლონდონში ტოლ-სწორად ეთამაშოს.ისე ოსიმენამაც ითამაშა ორი თამაში ნიგერიის ნაკრებში გასულ სამ დღეში და გოლი კი არა კარშიც ვერ დაარტყა. ნორვეგიის თამაშს მაინც დაელოდეთ და მერე წერეთ ასეთი კომენტები...ოღონდ მოვიგოთ და....
შულაია
11:30 28-03-2023
17

სიახლეები პოპულარული