"მუდრიკმა ჯერ თამაში არ იცის და მოთმინებაა საჭირო" - ჯერარდი და ლებეფი უკრაინელზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინის ნაკრები ლონდონში ინგლისთან ისე დამარცხდა (0:2), რომ კარში ბურთი არ დაურტყამს. WhoScored-მა უკრაინელთა 22 წლის ნახევარმცველ მიხაილ მუდრიკს 5.7 დაუწერა, რაც ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასებაა.

მუდრიკმა 61 წუთი ითამაშა, ერთხელ დაარტყა კარისაკენ, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი გადაცემების სიზუსტე კი 70% იყო.

მუდრიკის შესახებ კომენტარი "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა და "ჩელსის" ექსმცველმა ფრანკ ლებეფმა გააკეთეს.

"ინგლისი ფანტასტიკური იყო, რადგან ღიად თამაშობდა. მუდრიკის მწვრთნელი რომ იყოთ, მისით აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩებოდით. ჩემი მთელი პატივისცემის მიუხედავად, უნდა
აღვნიშნო, ის ჯერ კიდევ სწავლობს თამაშს. არ იცის, რომ საკას მეურვეობისას არ შეიძლება ბურთი მარცხენა ფეხით მიაღებინო, რადგან ცაცია მისი "ჯადოსნური ჯოხია". პირველი გოლისას სწორედ ეს მოხდა", - განაცხადა ჯერარდმა Channel 4-თან ინტერვიუში.

"მუდრიკის შემადგენლობაში იმის გამო დაყენება, რომ 88 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ეს თანხა უნდა გამოიმუშაოს, სულელური და არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. ის ჯერ კიდევ არაა მზად და მოთმინებაა საჭირო", - წერს ლებეფი Substack-ის სვეტში.

მუდრიკმა ამ სეზონში "ჩელსიში" პრემიერლიგის 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
22 წლის ტიპში რომელსაც თვლიან რომ არ არის ჯერ მზად ტოპ ლიგისთვის გადაიხადეს 100 მილიონი ევრო და კვარაზე თავის დროზე 20-30 მილონი ეძვირათ....
რიკი
21:59 27-03-2023
0
მუდრიკი არაა ცუდი ფეხბურთელი უბრალოდ სწორხაზოვანია, მარტო სისწრაფით ვერავის გააკვირვებ ინგლისში, ინგლისელი მცველებიც ცხენებივით დარბიან. მეტი კრეატიულობა უნდა და არაორდინალური ქმედებები! კვარა რატომ არის მოვლენა? არაორდინალურობა თვითონაც არ იცის წამის მეათასედში რას მოიფქირებს რომ მცველი ხახამშრალი დატოვოს!
zaza
22:59 27-03-2023
1

სიახლეები პოპულარული