"გინდა, ექიმთან წავიდეთ?" - აგუეროს პირდაპირ ეთერში გულის არითმია ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, სერხიო აგუეროს, Twitch-ზე გადაცემის დროს პირდაპირ ეთერში გულის არითმია ჰქონდა.

ის საუბრობდა, რა დროსაც მოულოდნელად გაჩერდა და მკერდზე მიიდო ხელი.

წამყვანმა მაშინვე ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს და ექიმთან ხომ არ წასულიყვნენ... საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი მომხდარა და "კუნმა" მიუგო:

"არა, არა. მე მაქვს ჩიპი, თუ რამეა - დამიფიქსირებს და სიგნალს გამომიგზავნის. ვფიქრობ, ეს იყო მინი-არითმია".

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აგუერომ კარიერა გულის პრობლემების გამო დაასრულა. ახლა ფეხბურთელი გულში ჩიპის იმპლანტით ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული