დიდი ალბათობით, პსჟ გალტიეს გაათავისუფლებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს კრისტოფ გალტიეს, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას GFFN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ დედაქალაქელები  ჩემპიონატის შემდეგ 2 ტურში "ნიცასა" და "ლანსის" წინააღმდეგ გამარჯვებების მოპოვებას ვერ მოახერხებენ, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებას აღარ დაელოდება და გალტიეს დაკავებული თანამდებობიდან სეზონის დასრულებამდე გაუშვებენ.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში "პარი სენ ჟერმენი" 66 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლანსს" 6 ქულით უსწრებს.

alt"ფიზკულტურის მასწავლებელი" - ასე მოიხსენინებენ პსჟ-ის ფეხბურთელები კრისტოფ გალტიეს

altგალტიეს პოზიციები

შეირყა - პსჟ-ში ზიდანის დანიშვნაზე ოცნებობენ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიანაც კი უნდათ შეიხებს რომ პსჟ ელიტაში იყოს მაგრამ მარტო ფული ამისთვის საკმარისი არ არის, ვინღა უნდა იყიდონ კიდევ ამ ზაფხულს საინტერესოა? რაც ამათ ფული აქვთ დახარჯული რამდენიმე მაღალი დონის კლუბი ჩამოყალიბდებოდა
მამუკა
03:29 05-04-2023
1
ინფორმაცია, რომელსაც კითხულობ და ხვდები რომ რეალობასთან კავშირი არ აქვს.
პსჟ დიდი უპირატესობისთ ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს, ყველა დარჩენილი თამაშის მოგება არ სჭირდება ისე გახდება თავსუფულად ჩემპიონი.
რისთვის უნდა მოხსნან მვრთენელი სეზონის დასრულებამდე 2 თვით ადრე და უხადონ კომპენსაციები? სრული სისულელე.
Irakli
17:29 04-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული