"ჩელსიმ" გავისთან მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონას" ნახევარმცველ გავის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Diario AS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არსებობს შანსი, რომ "ბლაუგრანამ" 18 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოახერხოს. გავის "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბმა ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე პირველ გუნდში ვერ დაარეგისტრირა, მას უფლება აქვს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

შეგახსენებთ, გავი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით
გამოიჩინა.

altგავიმ შეიძლება "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიანგის ერთ-ერთი სახეობა გავიალი ინდოეთის წყლებში ბინადრობს...
ლაშა
17:12 11-04-2023
2
როგორ გაუფასურდა ბარსას მიერ მილიარდ ევროდ შეფასებული გავი(ალი)...
ლაშა
17:11 11-04-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული