წყაროს ცნობით, არსებობს შანსი, რომ "ბლაუგრანამ" 18 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოახერხოს. გავის "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბმა ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე პირველ გუნდში ვერ დაარეგისტრირა, მას უფლება აქვს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
შეგახსენებთ, გავი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით
გავიმ შეიძლება "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს