კვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" "არისტოკრატების" მაროკოელი ფეხბურთელით, ჰაკიმ ზიეჩით ინტერესდება. საპასუხოდ, ლონდონელებმა თვალი "პარტენოპეის" ორ გამორჩეულ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს დაადგეს. ამ ორიდან ერთ-ერთის გადაბირება მათი პროგრამა-მინიმუმია.

ახალი ამბავი სულაც არ არის, რომ ნიგერიელი ფორვარდით პრემიერლიგური გრანდები ინტერესდებიან, მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი". როგორც ჩანს, "ჩელსი" ვიქტორის ვერშეძენის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტი იქნება.

ამ მომენტისთვის ეს სიახლე უბრალოდ კარგ ზღაპარს ჰგავს, თუმცა, Mirror-ის მტკიცებით, "ჩელსი" ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისს ორივე ფეხბურთელზე დაელაპარაკება, "არისტოკრატები"
ქართულ-ნიგერიული დუეტით აღფრთოვანებული არიან.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩელსი დიდი ხანია უკრაინული ომის იარაღია ამას მოწმობს მუდრიკში გადახდილი 80 მილიონი ...მე არ მახსოვს მსგავსი რამ ამხელა თანხა გამოუცდელ საშუალო დონის მოთამაშეში ბრიტანულ-უკრაინული ომის კორუფციის ნაწილია ეს ყველაფერი!
გიო
25 აპრილი 2023 07:25
3
ჩელსი ერთი არეული, დაულაგებელი გუნდია და როდის დალაგდება კაცმა არ იცის, ხოდა არ ღირს მანდ გადასვლა.
არტ
25 აპრილი 2023 00:23
0
ამაზე ცუდ ვარიანტს ვერ ოპოვი ჯერ ერთი მარტო ზამთარში დახარჯულ ნახევარ მილიარდში ვის ამოაგდებს სასტავიდან? მეორე ის რო ჩელსი ლიგაზე ვერ იქნება და მესამე გიჟი უნდა იყო ისეთი ქალაქიდან როგორიც ნაპოლია როგორცაა ხალხი განწყობილი შენს მიმარტ 1 სეზონის მერე წახვიდე თან ყველამ ვიცით ხვიჩა ფულის გულიზე არ თამაშობს და მილიონებიტ ვერ მოხიბლავ
ნოდო
24 აპრილი 2023 14:10
0
ვის ამოაგდებს და ვისაც გინდა, რომელი გამოადგათ, 10 ელშიც არ არიან? კუკურელის კონკურნციას ვერ გაუძლებს თუ მუდრიკის?დდდდდდდდდდდდდდდდ
ეეე
24 აპრილი 2023 21:41
0
10 + 3 წლის ბავშების კომენტარებზე სერიოზულად კამათობთ?
321
24 აპრილი 2023 13:53
0
ჩემი აზრით ინგლისში გადასვლა რისკის შემცველია, დიდი მნიშვნელობა ექნება მწვრთნელს და გუნდის ხელწერას, ჯერ ნაპოლშიც რესურსი არ ამოუწურია, სპალეტისაც მათ შორის, შეთამაშებაში ხარვეზები ჩანს, ვერ იყენებენ ხვიჩას მიზიდულობას მცველებიდან სათანადოდ, გრძელი პასები არ მიდის ხვიჩასთან, ეს ხვიჩას უნარების გათვალისეინებითაც არის ალბად პირობადებული, ოსიმენივით ვერ იგებს გადაკიდებულ ბურთებს, ინგლისში მაგალითად მინიმუმ გრილიში უნდა იყო, ფიზიკური სიმძიმით,ბურთს ვერ უნდა გართმევდნენ, რაც ხვიჩას ჯერ არ აქვს, ვაცადოთ უკვე თამასა აწია და მიღწეულის გამყარება და სტაბილიზაციაა საჭირო, მომავალ სეზონი იქნება დიდი გამოცდა, მოჩქარეს მოუგვიანდესო ნათქვამია, კვარადონას ძახილით ფსიქოლოგიურ წნეხში ვამყოფებთ, შექებასაც თავისი დოზა და ადგილი აქვს, ხვიჩა ჩვენთვის ეპოქას ქმნის, ოცნებას გვიფერადებს და ზურგის ქარი მას....
გუსანი
24 აპრილი 2023 13:46
0
გუშინ მაგან შტანგები დაღუნა აპაა რაა??!! ვერ ხედავთ ბიჭი ამოვარდნილია ფორმიდან და ბოლო თამაშებში აჩრდილია იმისა რაც პირველ წრეში იყო-დააცადეთ და შეარგეთ და შეირგეთ ის რაც უკვე მოახერხა ამ ნახევარ სეზონში, არ არის საჭირო გადამეტებული ბაქი-ბუქი და ხოტბა-დიდება, გაიხსენეთ ამ ერთი წლის წინ ამაზე ვერც იოცნებებდა და ვიოცნებებდით.კლუბებს რომ ურჩევთ,თანაც სუპერკლუბებს, სად უნდა წავიდეს და სად არა,თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ-ჩაალაგა ჩემოდანი და.....მივიდა დაუშვათ ლივერპულშიი...და მოვედიოო. არც უნდა წავიდეს ნაპოლიდან და არც გაყიდიან.....
ხოო აპაა!!
24 აპრილი 2023 10:35
7
ჩელსია არა იფსვიჩი კიდევ. შუქურას ფეხბურთელ კუკურელებთან თუ უნდოდა აქ არ იყო აჭარაში? ჩელსის დროგბას შემდეგ არასოდეს არ უთამაშია ის ფეხბურთი რომ ხვიჩამ იქ ითამაშოს.
G.LA
24 აპრილი 2023 09:37
4
ეს ინგლისის ჩემპიონატი და მითუმეტეს ჩელსი ფეხბურთელთა სასაფლაოა!
რატომღაც არ მგონია ფეხბურთელი ინგლისში პროფესიულად გაიზარდოს, პირიქით, დიდი ალბათობაა დაიკარგოს!
900 მილიონი დახარჯა ერთ სეზონში ჩელსიმ, სიტიზე 400 მილიონით მეტი, მაგრამ ვერაფერი ქნა. ესეც რომ არა, ისე გაბერილია ფეხბურთელებით ინგლისური "გრანდები", რომ მარტივად რომ ვთქვათ თამაში არ უწევს ხეირიანად ზოგიერთს.
ლაშა
24 აპრილი 2023 09:28
1
თუ ინგლისში წახვალ კლოპთან წადი.
ვანჩოპე
24 აპრილი 2023 08:09
2
ინგლისსი თუ წავა მარტო ლივერპულში უნდა წავიდეს ნუ სიტიში კიდევ შეიძლება და არავითარ შემთხვევაში ჩელსიში და სხვა გუნდში !
zura222
24 აპრილი 2023 06:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული