კვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" "არისტოკრატების" მაროკოელი ფეხბურთელით, ჰაკიმ ზიეჩით ინტერესდება. საპასუხოდ, ლონდონელებმა თვალი "პარტენოპეის" ორ გამორჩეულ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს დაადგეს. ამ ორიდან ერთ-ერთის გადაბირება მათი პროგრამა-მინიმუმია.

ახალი ამბავი სულაც არ არის, რომ ნიგერიელი ფორვარდით პრემიერლიგური გრანდები ინტერესდებიან, მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი". როგორც ჩანს, "ჩელსი" ვიქტორის ვერშეძენის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტი იქნება.

ამ მომენტისთვის ეს სიახლე უბრალოდ კარგ ზღაპარს ჰგავს, თუმცა, Mirror-ის მტკიცებით, "ჩელსი" ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისს ორივე ფეხბურთელზე დაელაპარაკება, "არისტოკრატები"
ქართულ-ნიგერიული დუეტით აღფრთოვანებული არიან.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩელსი დიდი ხანია უკრაინული ომის იარაღია ამას მოწმობს მუდრიკში გადახდილი 80 მილიონი ...მე არ მახსოვს მსგავსი რამ ამხელა თანხა გამოუცდელ საშუალო დონის მოთამაშეში ბრიტანულ-უკრაინული ომის კორუფციის ნაწილია ეს ყველაფერი!
გიო
07:25 25-04-2023
3
ჩელსი ერთი არეული, დაულაგებელი გუნდია და როდის დალაგდება კაცმა არ იცის, ხოდა არ ღირს მანდ გადასვლა.
არტ
00:23 25-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული