"თუ "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს, იცით, რას ვიზამ?" - ფედელემ პირობა დადო

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ "პარტენოპეი" ამ სეზონში სკუდეტოს მოიგებს, თმას ლურჯად შეიღებავს.

"თუ "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოიგებს, თმას ლურჯად შევიღებავ, როგორც სეზონის დასაწყისში შეგპირდით. პირობას ყოველთვის ვასრულებ. სპალეტის გუნდის წარმატებაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, თუ ხვალ "ლაციო" "ინტერს" ვერ დაამარცხებს და "ნაპოლი" "სალერნიტანას" მოუგებს, "პარტენოპეი" სკუდეტოს მოიპოვებს.

alt"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია

ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ჩვეული თამაშის მოლოდინში... - სკუდეტო, რომელზედაც ისინი გაახსენდებათ...

alt"მართლა ფიქრობთ, რომ ლობოტკა იდეალურია?" - ფედელემ სლოვაკი გააკრიტიკა

alt"კვარა ეგოისტია" - ფედელემ "ნაპოლი" მკაცრად გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 8 /
სრულყოფილებისთვის წითელი ცხვირიც დაუმატე, შეგეფერება. :))))))))
რატი
18:32 29-04-2023
2
წადი სალონში რაღას უცდი,იისფერი მოგიხდება!!!
ზაზა
13:19 29-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული