ლამის მარადი კითხვა - შეიცვლის თუ არა მარადიშვილი მოქალაქეობას?

AutoSharing Option
რუსულ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. ამაზე კომენტარი მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური ნაგორნიხმა გააკეთა.

"ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არანაირი მომართვა არ ყოფილა, კონსტანტინეს მოქალაქეობა არ შეუცვლია. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო იმ ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია, ვიცი, ეს მისი პოზიცია და მისი მამის პოზიციაა", - ციტირებს ნაგორნიხს РИА Новости Спорт-ი.

მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, "ლოკომოტივში" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანიოლი თუ ხედავს გუნდში , მაშინ თუ თავად დაურეკას კარგი იქნება. ისიც ადამიანია და ვინ იცის რეებს უყვებიან იქ. ასე რომ ეს კაცი საჭირო მგონია ცენტრში, სულ სხვა სიმაღლეზე გადავა ნაკრები. ეს და გაგნიძე მომავალში იგივე იქნება ნაკრებში, რაც ლობოტკა ზელისნკი ნაპოლიში
კაპიტან გარდენბურგი
02 მაისი 2023 14:33
3
თან ნაკრებშიც საჭირო კაცია, ითამაშოს ჩვენ ნაკრებში და ევროპისკენაც გაეხსნება გზა.. არამგონია რუსეთი სადმე დაუშვინ სულ მცირე 5 წელიწადი
გოგა
02 მაისი 2023 11:07
4
კარგით ხალხო რა, მერამდენედ უნდა დაიწეროს , თან ისე რომ, გეგონება ახლა ვიგებთ ინფორმაციას მარადიშვილზე, იაშვილმაც დააფიქსირა გადაცემებში და ყველა იტერნეტ პრესამაც ამ ბიჭის კომენტარი რომ არ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, და არა აქ სურვილი, თქვენ კიდე მაინც ისე წერთ მგონი საერთოდ არც ეცნობით თქვენი კოლეგების ინფორმაციებს! ვისაც არ უნდა შეეშვით!
Vasili
02 მაისი 2023 10:13
3
რუსეთში ჩემპიონატი თუ კიდევ ტარდებოდა აღარ მეგონა:)))
ისე ნეტავი ვინმე ინტერესდება მანდ რა ხდება???
ზურა
02 მაისი 2023 09:37
3
ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლი სწორედ საყრდენი ზონაა.
С
01 მაისი 2023 23:20
0
წმინდა პრაგმატულადაც ჯობია ამ ეტაპზე მისი კარიერისთვის საქართველო აირჩიოს თან ხომ ეროვნებით ქართველია. რუსეთის ნაკრებს ჯერ როდის დააბრუნებენ მერე იქაც რო დააბრუნონ ადგილი გარანტირებული კი არა გაფართოებულში გაუჭირდება მოხვედრა კონკურენციის გამო. ჩვენთან კი პირდაპირ სასტავში ჩაჯდება ერთად აღებული ჯობია შენელებულ კადრებს და უეფექტო აბურჯანია კვეკვესკირის ტანდემს და უეჭველად გააძლიერებს საქართველოს ნაკრების "აქილევსის ქუსლს" ცენტრალურ საყრდენ ზონას. პრახადნოი დვერად რომაა ქცეული ზემოდხსენებულ ტანდემის ხელში.
M33
01 მაისი 2023 23:19
6
Ver gavige ranairad weria ra pozicia aqvs unda tu ara?
Givi
01 მაისი 2023 23:04
0
კარგი იქნება მარადიშვილების მცდელობას თუ რეალური შედეგები მოჰყვება. ძალიან პერსპექტიული საყრდენი ნახევარმცველია და კიტესგან განსხვავებით არ არის ტრავმებისკენ მიდრეკილი. ალბათ თვითონაც ხვდება, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშით გაცილებით დიდი პერსპექტივები გადაეშლება და ამასთან ჩვენი ნაკრები უდიდეს სარგებელს ნახავს.
ლაშა
01 მაისი 2023 22:46
3
არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები და კარგი იქნება თუ საქართველოს აირჩევს, თუ არ უნდა იყოს რუსეთში სახვეწარი ნაღდად არ გვაქვს. მარადიშვილისგან განსხავებით საბა საზანოვმა ქართული იცის და იმედია ნაკრებში თავს დაიმკვიდრებს. მგონია რომ ფედერაცია შესთავაზებდა და ვერ გადაწყვიტა, არადა საყრდენ ზონაში გვჭირდება კვალიფიციური ფეხბურთელები.
zaza
01 მაისი 2023 22:27
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული