"ნაპოლის" სპორტული დირექტორი "იუვენტუსში" ლიდერებს წაიყვანს? - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსში" გადაბარგდება.

იტალიელი ჟურნალისტის, პაოლო ესპოსიტოს ცნობით, 51-წლის საფეხბურთო სელექციონერს "პარტენოპეის" რიგებიდან "ბიანკონერიში" კიმ მინ-ჯეს გადაყვანა სურს.

"აურელიო დე ლაურენტისი შეეგუა, რომ ჯუნტოლი სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დატოვებს, 72-წლის კინოპროდიუსერი მის შემცვლელად "ლაციოს" სპორტულ დირექტორს იგლი ტარეს მოიაზრებს. ვფიქრობ, კრისტიანო "იუვენტუსში" კიმ მინ-ჯეს გადაყვანას შეეცდება", - განაცხადა ესპოსიტომ.

შეგახსენებთ, კრისტიანო ჯუნტოლი "ნაპოლის" სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს.

altჯუნტოლიმ "იუვენტუსისთვის" ახალი კვარაცხელია უნდა მოძებნოს - ეს პირველი მოთხოვნა იქნება

altმართლა გადავა

თუ არა დივეევი "ნაპოლიში"? - ჯუნტოლიმ ყველაფერი განმარტა

alt"ნაპოლი" ხვიჩას 3 წელი აკვირდებოდა - რას წერდა ჯუნტოლი თავის საიდუმლო დღიურში

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოლო ორი თვის თამაშებიდან მეტ-ნაკლებად მეც შევიცვალე პოზიცია.
თუ სპალეტი რჩება ნაპოლიში, მაშინ კვარას მაქედან წამოსვლა გამიხარდება. მაგრამ არა პსჟ-ში, რეალი, სიტი ან ლივერპული იდეალური იქნებოდა ნუ ბარსაც მაგრამ არამგონია ამათ ფინანსებში გაქაჩონ. ჩვენი ბიჭი მელოტასთან ვეღარ მოუმატებს მეტს, ამოწურა თავი ვფიქრობ სპალეტი-კვარას დუეტმა.
მეორე სეზონშიც აუტის ხაზს მიწებებული და დაცვაში ნაპახავები კვარას ყურება ნაღდად აღარ მინდა. მე კი მგონია რამხელა განსხვავევაც დადო ხვიჩამ რუბინიდან ნაპოლში გადასვლით, იმაზე დიდ განსხვავებას დადებს ნაპოლიდან გრანდში როცა მას 3 კაცი ასე დაუსჯელად ვერ მიეკრება, ცენტრშიც მეტი კლასიანი ხალხი ეყოლება ვიდრე ლობოტკა, ანგისა, ლეზენსკი და ხვიჩა იქ ხელფეხს გაშლის შეტევაში და გაცილებით დამანგრეველი იქნება მისი შეტევითი პოტენციალი.
Charley
14:02 18-05-2023
3
Tu chemi dzmaxar barsashi ra jandaba unda kvaras?grandebidan barsa da milani kvelaze arasanaxaobriv fexburts tamashobs dges.
Givi
14:37 18-05-2023
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული