"დარწმუნებული ვარ, დე ლაურენტისი მას ელოდება" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის მასიმილიანო ალეგრით შეცვლის.

"დე ლაურენტისს მწვრთნელებთან პრობლემები ყოველთვის ჰქონდა,. მაგალითად, მაურიციო სარისთან, კარლო ანჩელოტისთან, ახლა კი უთანხმოებას ადგილი ლუჩანო სპალეტისთანაც ჰქონდა. შეგიძლიათ დამისახელოთ სპეციალისტი, რომელიც კლუბის პრეზიდენტისგან ამგვარ დამოკიდებულებას აიტანს? პირადად მე, ასეთი მწვრთნელი მხოლოდ ერთი ვიცი და ეს მასიმილიანო ალეგრია.

დარწმუნებული ვარ, მას სეზონის ბოლოს "იუვენტუსი" გაათავისუფლებს და დე ლაურენტისი გუნდს მას ჩააბარებს, ჩემი აზრით, ალეგრის
"ნაპოლიში" დანიშვნა მხოლოდ დროის ამბავია", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტი "ნაპოლის" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, იგი ერთი სეზონით დაისვენებს, შემდეგ კი ყველა შემოთავაზებას განიხილავს.

altIl Mattino: სპალეტის "ნაპოლის" მწვრთნელად თავისი მემკვიდრე სურს

alt"სპალეტის შეცვლა გაუჭირდება" - სერხიო ბუსკეტსმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე იუვენტუსის სტაჟიანი გულშემატკივარი ვამბობ ალეგრი თუ მივიდა ნაპოლიში ხვიჩამ თავს უნდა უშველოს. იუვეზე რო წერდნენ ხვიჩა გადადისო ეგრევე ვთქვი ალეგრი ჩაახშობს მის ტალანტს. ალერგის მშიშარა ტაქტიკა ხვიჩას ყველაზე მეტად დააზარალებს.
ლაშა
16:53 01-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული