ფინალი საბრძოლო მოქმედებების თანხლებით - "ვესტ ჰემმა" კონფერენს ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ფინალში „ვესტ ჰემმა“ „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა.

„ვესტ ჰემს“ მიაჩნდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა და გუნდისთვის საზეიმო ავტობუსი წინასწარ გაამზადა.

ეს 1980 წლის შემდეგ "ვესტ ჰემის" მიერ მოპოვებული პირველი ტიტულია - მაშინ ინგლისის თასს დაეუფლა.

ემერსონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სამივე ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.

მწვრთნელმა მოიესმა კარიერაში მეორე ტურნირზე გაიმარჯვა - 2013 წელს "მანჩესტერთან" ერთად ინგლისის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჩეხეთის დედაქალაქში მატჩის დაწყებამდე ტიფოზები ბარში ლონდონელ ქომაგებს თავს დაესხნენ. პოლიციამ 16 იტალიელი დააკავა.

პირველ ტაიმში ინგლისელმა გულშემატკივარმა ფლორენციული გუნდის მცველს, კრისტიანო
ბირაგის, ტრიბუნიდან ჭიქა ესროლა და თავი გაუტეხა. ფეხბურთელს გასისხლიანებული თავი შეუხვიეს. მან მეტოქის ფანებს ირონიულად ტაში დაუკრა და თამაში გააგრძელა.

პრაღა. „ფორტუნა არენა“. 17 363
მაყურებელი
ფიორენტინა - ვესტ ჰემი 1:2
გოლები: 0:1 ბენრაჰმა (62, პენ), 1:1 ბონავენტურა (67), 1:2 ბოუენი (90)

მკითხველის კომენტარები / 7 /
არც იტალიელი ფანები გამოირჩევიან კაი ბიჭობით. რაც შეეხება ნივთების სროლას ბუნებრივია არასწორია მაგრამ ამისგან ბაქა ბუქის აგორება სისულელეა. ამაზე უარესებიც მომხდარა. ყველა იტალიური გუნდი წააგებს ფინალს მე ეს 1 tvis ukan vtqvi.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 ივნისი 2023 01:34
16
მაგრად უნდა ვიკაიფო ინტერმა რო მოუგოს სიტის,მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს მეც არ ვიცი,ნუ ტოტალიზატორზე შეიძლება შეაგდონ ძირითადის ფრე მაგრამ აქვს მაგის შნო ინტერს მერე გაუქაჩაოს კიდევ 30 წუთი?!
დონ დიეგო
08 ივნისი 2023 10:38
5
ინტერისკენ ვარ და თუ მოუგო მაგარი სასაცილო იქნება. ასე მაგალითად, ვესტ ჰემმა 100 ნახევარი მილიონი დახარჯა ტრანსფერებზე... ასეთი თანხები, რომ იტალიელებს ანდა ესპანელებს ჰქონდეთ (ვგულისხმობ ოთხეულს მიღმა დარჩენილ კლუბებს) გაცილებით მეტს მიაღწევდნენ და ასეთ თანხას რეალი 2 და მეტი წლის წინ ხარჯავდა! სიტიმ კი ერთ სეზონში 900 მილიონი დახარჯა (ბარემ ეყიდა ჩემპიონთა ლიგის თასი!), აი ასეთი ხელთუყარები არიან. გატენილია მათი კლუბები ფეხბურთელებით და დიდ ვერაფერს აღწევენ. ამით მილანი მათ ჰგავს...
ლაშა
08 ივნისი 2023 12:57
1
I аm forever blowing bubbles,
Pretty bubbles in the air!
United!
United!
The Hammers
08 ივნისი 2023 10:49
1
"ვესტ ჰემი" 1980 წელს ინგლისის თასს დაეუფლა, მაგრამ ეს გამარჯვება თბილისის დინამომ ჩაამწარა 4:1-ით თავისსავე მოედანზე - ნატავ იმ დროს!!!
ვაჟა მასწ.
08 ივნისი 2023 14:45
0
კონფერენსი კი არა სოფლის ლიგაა.სვარკა იყო.ან რა მოძრაობები იყო,ან რა მიღება და დამუშავება,ან რა პასები.ვედტ ჰემი კი ვიცოდი რაც იყო და ეს ფიორენტინაც კაი ჭიანჭველაჭამია ყოფილა
ჯელა
08 ივნისი 2023 07:32
3
The English (Anglo-Saxons) are barbarians, both in and out of the stadium!
ინგლისელები (ანგლოსაქსები) არიან ბარბაროსები, როგორც სტადიონზე, ისე მის მიღმა!
ლაშა
08 ივნისი 2023 12:58
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული