მატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში პირველი ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და უნდა ითქვას, უამინდობის მიუხედავად, თამაშებს ბევრი მაყურებელი დაესწრო.

ბათუმში ინგლისმა ჩეხეთს 2:0 სძლია. შეხვედრა ბრიტანული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"
ჩეხეთი - ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 რემზი (47), 0:2 სმიტ-როუ (90+4)

ქუთაისში მოქმედი ჩემპიონი გერმანია 45+2-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ ისრაელთან ფრეს დასჯერდა - 1:1. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს. მუკოკოსა და ნგანკამის
შესრულებული თერთმეტმეტრიანები მეკარე პერეტცმა მოიგერია.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
გერმანია - ისრაელი 1:1
გოლები: 0:1 ტურგემანი (20), 1:1 ბისეკი (26)
გაძევება: კარცევი (45+2)
გამოუყენებელი პენალტი: მუკოკო (3), ნგანკამი (80)

25 ივნისს, მეორე ტურში, გერმანია ჩეხეთს, ხოლო ინგლისი ისრაელს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
შენგელია 1:0 ჰემპდენ არენა

მართლაც გასაკვირია წყალი რომ არ დადგა :დდ მთელი დღე წვიმდა და დაატბორა ქუჩები. მაგრამ შენგელია არენა მართლაც იდეალურადაა თუ თვალი არ მატყუებს. შოტლანდიელებს მოკითხვა აქედან :)))))))))))))
იმერელი
13:02 23-06-2023
0
რუმინეთის თამაშებზე წერა აკრძალული გაქვთ? თუ ჩვენ არ გვეხება?
რეზზ
10:59 23-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული