U21. მატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისი გავიდა, გერმანია ჯგუფში ჩარჩენასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მეორე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა.

ინგლისმა ისრაელს 2:0 მოუგო, ხოლო ჩეხეთმა გერმანიას 2:1.

ჯგუფში 6 ქულით ლიდერი ინგლისია, რომელმაც პირველი ადგილი გაინაღდა, ჩეხეთს 3 ქულა აქვს, გერმანიას და ისრაელს კი თითო-თითო. ასე რომ, გერმანიამ შეიძლება ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახოს.

28 ივნისს, ბოლო ტურში ინგლისი გერმანიას, ხოლო ისრაელი ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ჩეხეთი - გერმანია 2:1
გოლები: 1:0 სეიკი (33), 1:1 შტილერი (70), 2:1 ვიტიკი (87)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ინგლისი - ისრაელი 2:0
გოლები: 1:0 გორდონი (15), 2:0 სმიტ-როუ (68)

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუცილებლად უნდა გავიდეთ პირველ ადგილზე,თორემ ინგლისთან ძალიან გაგვიჭირდება 1/4 ფინალში.მეორეზე დიდი ალბათობით ჩეხეთი გავა,მათთან კი შეგვიძლია ბრძოლა და ნახევარფინალში გასვლა.ევროპის 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა და ოლიმპიადის საგზური უნდა იყოს ჩვენი პროგრამა მინიმუმი
მეზღვაური
22:56 25-06-2023
0
ეს ინგლისი იყო, 3:0-ს რომ ვუგებდით და 3:0 დავასრულეთ მათთან თამაში სულ ცოტა ხნის წინ. ასე რომ მთლად პრემიერლიგაუ (უფროსწორად დოღლიგა) ვერ უშველით მათ ასპარეზობა. ვერ არიან ინგლისელები ჩვენთან აშკარა ფავორიტები რომელ ადგილზეც არ უნდა გავიდნენ!
ლაშა
00:05 26-06-2023
5

სიახლეები პოპულარული