იმის გამო, რომ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე უკრაინის ნაკრებში ბელგიასთან მატჩში მეკარე ანატოლი ტრუბინმა და ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა ითამაშეს, რომლებმაც იქამდე 48 საათით ადრე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევრო 24-ის შესარჩევ ტურნირზე მალტასთან (1:0) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რუმინელებმა უკრაინელებს ფიფაში უჩივლეს.
ბუქარესტის "დინამოს" ყოფილი მეკარე ჰელმუტ დუკადამი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა რეგლამენტი დაარღვიეს და უნდა დაისაჯონ.
"თუ წესების მიხედვით მოქმედებაა საჭირო, უკრაინას ტექნიკური წაგება უნდა ჩაეთვალოს", - განუცხადა დუკადამმა PlaySport-ს.