U21. უკრაინამ გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინამ საფრანგეთი 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ფრანგები ლამაზი კომბინაციის შედეგად შერკიმ დააწინაურა, რის შემდეგაც მუდრიკის მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა ანგარიში გაათანაბრა. უპირატესობას საფრანგეთი ფლობდა. ბარკოლამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, კონტრშეტევისას გამოიყენა სუდაკოვმა, რომელმაც მუდრიკის პასით დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში უკრაინამ მეტოქეს სივრცეები გადაუკეტა. ბარკოლა მაინც დაუსხლტა მეურვეს, მაგრამ მეკარე ტრუბინმა არ გაატანინა. ბოლოს საფრანგეთი შტურმზე გადავიდა. ვაის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. კონტრიერიშისას ჯერ ნაზარენკომ ვერ უწია მიზანს, ცოტა ხანში კი ბონდარენკომ გაიტანა და
შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ასე რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა.

კლუჟი. "კლუჟი არენა"
საფრანგეთი - უკრაინა 1:3
გოლები: 1:0 შერკი (19), 1:1 სუდაკოვი (32, პენ), 1:2 სუდაკოვი (44), 1:3 ბონდარენკო (86)

მკითხველის კომენტარები / 94 /
რა აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს და ნაკრებებს შედეგის დასადებად?
1. უბურთოდ თამაში როგორც დაცვით, ასევე განსაკუთრებით შეტევით ფაზაში.
მთელი თამაშის მანძილზე ფეხბურთელი მხოლოდ წუთები არის ბურთით დანარჩენი დრო თანამედროვე ფეხბურთელი უბურთოდ მოძრაობს მოედანზე - იხსნება თვითონ , სივრცეს უთავისუფლებს პარტნიორებს , ან პირიქით, უკვეთავს სივრცეს მოწინააღმდეგეს. ჩვენებმა არ იციან სწორად მოძრაობა უბურთოდ.
2. ფიზმომზადება.
3. უწყვეტი კონცენტრაცია (ამ მხრივ უნდა ითქვას ახალგაზრდულად საქმე შედარებით უკეთ ქონდა)
ამ ხარვეზებს ემატები ისიც რომ ეროვნულ ნაკრებს არასდროს ყოლია თუნდაც საშუალო ევროპული კვალიფიკაციის მწვრთნელი. ყოველ შემთხვევაში ბოლო ათწლეული- ცხადაძე, ვაისი, სანიოლი საშუალო ევროპულ დონე არც ერთი არ იყო. ამიტომ სწორი გუნდური მოძრაობაც არ არის. როცა თვითონ ფეხბურთელებმა არ იციან როგორ ომოძრაონ, ამას გუნდის ტაქტიკა და დამუშავებული კომბინაციები უნდა აკომპენსირებდეს, ამას კი აშესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი ჭირდება.
არტ
20:09 03-07-2023
1
რეალობას თუ თვალებში ჩავხედავთ, არანაირად არ ჰქონდა აზრი უკრაინასთან დამატებით თამაშს, რადგან ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მუდრიკთან ერთად მითუმეტეს მოგვიგებდა. თანაც, რუმინეთში ის დასვენებული იქნებოდა, ხოლო ჩვენს ნაკრებს გულშემატკივარი ვეღარ დაეხმარებოდა (კვარა-მიქაუტაძეზე აღარაფერს ვიტყვი)
სიმართლე
18:31 03-07-2023
1

სიახლეები პოპულარული