U21. რუმინეთი უკრაინას ფიფაში უჩივის

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ევროპირველობაზე B ჯგუფში მასპინძელმა რუმინეთმა ორი მატჩი წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო უკრაინამ ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთი ტურით ადრე მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია თვლის, რომ უკრაინელებმა ხორვატიასთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) ფიფას წესები დაარღვიეს, რამეთუ იქამდე 48 საათით ნაკლებით ადრე მათმა ფეხბურთელებმა - მეკარე ანატოლი ტრუბინმა და ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევრო 24-ის შესარჩევ ტურნირზე მალტასთან (1:0) ითამაშეს.

Playsport-ის ცნობით, რუმინელებმა ამის გამო ფიფას მიმართეს, რადგან მათი მტკიცებით, ეს რეგლამენტის დარღვევაა.

უკრაინის
ნაკრების მწვრთნელმა რუსლან როტანმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე უეფასთან შეთანხმებული იყვნენ და წესები არ დაურღვევიათ.

შეგახსენებთ, ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებისას (2:0), როდესაც მეორე ტაიმში შეცვლაზე ის ფეხბურთელები შევიდნენ (გიორგი გოჩოლეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი), რომლებმაც პირველი ნაკრების რიგებში გლაზგოში შოტლანდიასთან შეხვედრაში (0:2) მიიღეს მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რას უჩივიან, დაღლილი ფეხბურთელები ათამაშესო?
ავთო
16:45 27-06-2023
0
ფეხბურთი გაქსუებული ტიპების ჭაობი გახდა, ყველაფერი მოსულა. ჩვენ რომ წაგვეგო მეტოქესთან, რომელმაც იგივე წესს 'აუარა'გვერდი, ხომ ვიჭიკჭიკებდით სხვაგვარად?
ვანდა ჯიქია
13:25 27-06-2023
4

სიახლეები პოპულარული