უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო საერთაშორისო ტურნირებში რუსების და ბელარუსების მონაწილეობის წინააღმდეგია.
2004 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი თვლის, რომ, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსები და ბელარუსები ტურნირებიდან მოკვეთილები უნდა იყვნენ.
"ჩემი პოზიცია ძალიან მკვეთრია. არც ერთმა რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს", - განუცხადა შევჩენკომ Sky-ს.
"ჩემი პოზიცია ძალიან მკვეთრია. არც ერთმა რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს", - განუცხადა შევჩენკომ Sky-ს.