"ოლივერინენსე" პორტუგალიის რანგით მე-2 ლიგაში გამოდის და გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მიურა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.
ვეტერანმა შემტევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. 1990-2000 წლებში მიურამ იაპონიის ნაკრებში 89 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად მან 1992 წელს აზიის თასი მოიგო.