მოგეხსენებათ, არაბული კლუბი რამდენიმე დღის წინ სტივენ ჯერარდმა ჩაიბარა. წყაროს ცნობით, "სქაუზერთა" კაპიტნის გადაბირებას პირადად ლეგენდარული ინგლისელი ცდილობს.
გამოცემის ინფორმაციით, "ალ იტიფაქი" ჯორდანს იმაზე 4-ჯერ მეტ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე "ლივერპულში" გამოიმუშავებს. ცნობისთვის, ჰენდერსონის ხელფასი მერსისაიდულ კლუბში 221 000 ევროა.
შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელი "ლივერპულს" 2011 წელს "სანდერლენდიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან "წითლების" რიგებში 360 მატჩი გამართა, თავი კი 29 გატანილი გოლით გამოიჩინა.
"მანჩესტერ სიტის" თამაშის ყურებას მირჩევნია საბავშვო არხებს ვუყურო..." - ჯორდან ჰენდერსონი