რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "რუბინმა" კლუბისა და გუნდის მთელი ხელმძღვანელობა შეცვალა და შემადგენლობა სრულად გადაახალისა. ყაზანურმა კლუბმა დღეს სომხეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ივუ უგოჩუკვუ შეიძინა.
უგოჩუკვუს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ექვსნომრიანი მაისური გადასცეს.
უგოჩუკვუ ნიგერიაშია დაბადებული, 18 წლის ასაკში სომხეთში გადაბარგდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.
ბოლოს ივუ "ურარტუს" ღირსებას იცავდა. Sport24-ის ცნობით, ტრანსფერში სომხური კლუბი 1.5 მილიონ დოლარს ითხოვდა, ყაზანელები კი მზად იყვნენ 800 ათასი გადაეხადათ.
ბოლოს ივუ "ურარტუს" ღირსებას იცავდა. Sport24-ის ცნობით, ტრანსფერში სომხური კლუბი 1.5 მილიონ დოლარს ითხოვდა, ყაზანელები კი მზად იყვნენ 800 ათასი გადაეხადათ.