თბილისის "დინამოს" მძლეველი "ასტანა" განადგურდა - მათი მწვრთნელი რევანშით იმუქრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების „დინამომ“ სახლში „ასტანა“ 4:0 დაამარცხა.

15-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი 24 წლის ნახევარმცველმა ლუკა ივნუშეცმა შეასრულა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, დამაჯერებელი გამარჯვება და, ფაქტობრივად, შემდეგი რაუნდის საგზური უპრობლემოდ მოიპოვეს.

2 აგვისტოს ყაზახეთში ჩასატარებელი საპასუხო შეხვედრა ხორვატიული გუნდისთვის საბოლოო გამარჯვების ნოტარიულად გაფორმებას წარმოადგენს.

Sportall.Ge

ნამატჩევს „ასტანას“ მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა განაცხადა, რომ პირველი გოლი რიკოშეტით გაუშვეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა არაფერია დაკარგული და საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი რევანშის აღებას აპირებენ, რამეთუ ფეხბურთში საოცრებების მოხდენა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის
პირველ შესარჩევ ეტაპზე „ასტანამ“ თბილისის „დინამოს“ სძლია.

ზაგრები. „მაკსიმირი“
დინამო (ზ) - ასტანა 4:0
გოლები: 1:0 შპიკიჩი (35), 2:0 ივანუშეცი (41), 3:0 ივანუშეცი (43), 4:0 ივანუშეცი (56)

მკითხველის კომენტარები / 6 /
დინამოც ანალოგიურ სიუტუაციაში იქნებოდა, თუ უარესში არა!
ლაშა
09:45 26-07-2023
2
ბედი გვაქვს, გადავრჩით სირცხვილს
გია
13:12 26-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული