რიად მაჰრეზი "ალ აჰლიში" გადავიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" 32 წლის ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის "ალ აჰლიში" გადასვლა გამოაცხადა.

ალჟირელი "სიტიში" 2018 წელს "ლესტერიდან" გადაბარგდა და მას შემდეგ 236 მატჩში 78 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "ქალაქელებში" 11 ტიტული და მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სიტი" ტრანსფერში ბონუსებიანად 35 მილიონ ევროს მიიღებს. საუდის არაბეთის კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გაუფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არაბები აღარ ღუმრობენ რა, არა მგონია ამ ტენდენციამ ფეხბურთს არგოს.
გფფ
18:20 28-07-2023
0
არამგონი ზოგადად ფეხბურთს ავნოს, შეიძლება ავნოს აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიის ლიგებს. კარიერის ბოლოს ფულის საშოვნელი ახალი ადგილი გაიხსნა. ევროპულ ფეხბურთს და ევროტურნირების მოგების ხიბლს ვერ გადაწონის ვერანაირი ფული!
ალბათ უახლოეს მომავალში ქართულ არხებზეც შევძლებთ საუდელების ჩემპიონატის ყურებას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული