მოსკოვის "ლოკომოტივი" 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინე მარადიშვილს იჯარით "ურალში" გაუშვებს, - ამის თაობაზე "ჩემპიონატი" იტყობინება.
გამოცემის ცნობით, მარადიშვილს "როსტოვის" ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა და ეკატერინბურგულ გუნდში გადასვლა არჩია.
ადრე რუსულ პრესაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე საქართველოს მოქალაქეობას დაჩქარებული წესით მიიღებდა, რაც ჯერჯერობით არ დადასტურდა. ამა წლის მარტში ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა (იხ. ფოტო), რომელიც მისი აგენტიცაა, РИА Новости-ს განუცხადა, რომ თავისი შვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ გეგმავს.

გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა
და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, თასზე კი 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.