ვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

AutoSharing Option
აგვისტო დადგა. ეს თვე საფეხბურთო სამყაროში ტრანსფერებთან ასოცირდება. მიმდინარე წელს ფეხბურთელთა მიდი-მოდი უფრო აქტიურად არაბულ ბაზარზე გვესმის, ლეო მესიმ კი კარიერა აშშ-ში განაგრძო. ერთი შეხედვით ისე ჩანს, წამყვანი ევროპული კლუბები უფრო სუსტდებიან, ვიდრე ძლიერდებიან. ამასობაში, არაბეთში კიდევ უფრო მეტი მიდის - ვეტერანები, საშუალო რანგის ვარსკვლავები...

ფიფასა და უეფას მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია არსებობს, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ორგანიზაციები ახერხებენ, ფეხბურთი მაქსიმალურად საყოველთაო გახადონ, ფინანსური გადანაწილება მუშაობდეს; სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სანაკრებო ფანჯარა არსებობს. როცა რამდენიმე კლუბმა დამოუკიდებელი ტურნირის
ჩატარება გადაწყვიტა, უეფა ამას მკაცრად შეეწინააღმდეგა. ახლა ევროპულ ფეხბურთს ახალი "კონკურენტი" ჰყავს, დიდი ინვესტიციები არაბულ ფეხბურთში. ჯერ საქმე საგანგაშოდ არაა, მაგრამ სამომავლოდ რა შეიცვლება, არავინ იცის, ფული ხომ აქ სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. რიჰარდ მაჰრეზის კალიბრის ფეხბურთელების წასვლა შესაძლოა, ერთგვარი სიგნალი იყოს. ამას თავადაც მდიდრული პროექტის, "ნიუკასლის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის, ალან საინტ-მაქსიმენის გადაბარგებაც დაემატა.

Sportall.Ge

მესისა და რონალდოს ეპოქიდან გადართვა მარტივი არაა, თუმცა ერთგვარ საკადრო კრიზისზე საუბარი მაინც შეგვიძლია. მაგალითად, "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელი ქარიმ ბენზემა "რეალიდან" მიდის და "სამეფო კლუბი" მხოლოდ იმ დონის ფორვარდით ძლიერდება, როგორიც ვეტერანი ხოსელუა. მან კარგი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. მუდმივად ვარსკვლავებზე მოფიქრალი პსჟ-ც კი მესის წასვლის შემდეგ ტოპ-სვლაზე არ მიდის და შეტევას ჯერჯერობით ასენსიოს მეშვეობით აძლიერებს. "მანჩესტერ სიტის", ერლინ ჰოლანის მეშვეობით, წინა ხაზზე მაინც ყველაზე დიდი ფუფუნება აქვს.

Sportall.Ge

ასეთ დროს მნიშვნელობას იძენს აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურება და გეოგრაფიის გაზრდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო და საქართველოს მსგავს ქვეყნებს ახლა უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში უამრავ დეტალს აკვირდებიან და სრულყოფილების გარეშე ევროპული კარიერის წარმართვა რთულია. მთელი სეზონის განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ "კვარადონამ" გულშემატკივრებს ბევრი მივიწყებული ემოცია დაუბრუნა. ქართველი გარემარბი გუნდში რჩება, ისე კი ხვიჩას ტრანსფერს იქნებ 2023 წლის ზაფხულში ყველაზე დიდი რეზონანსი გამოეწვია. "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მეტ თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა ჩვენებური ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ჩანს, რაც გარკვეულ საფეხბურთო უნარებს ცვლის, თუმცა "კვარას" ბურთთან ერთად ჯადოქრობები შეუძლია!..

ტრანსფერების განსახორციელებლად ჯერ კიდევ მთელი თვეა. დარჩება თუ არა კილიან მბაპე პსჟ-ში, სად გადავა ოსიმენი - ეს ამბები საინტერესოა.

altმთავარი სიახლე "ნაპოლის" თამაშში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის "დაბრუნება" და ექსპერიმენტი, რომელიც წარსულს ჩაბარდა...

altთუ "ალ ჰილალში" გადავა, მბაპე წლიურად 700 მილიონს გამოიმუშავებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
მასე იწელებოდნენ 10 წლის წინ ცინელები, მაგრამ გადატყდნენ წელში. 36-37 წლის ვარსკვლავს სადაც უნდა იქ წავიდეს. 26 წლის ასაკში, არაბეთში რომ წახვალ ფეხბურთის სათამაშოდ, ე.ი არ გიყვარს ფეხბურთი. მასეთეს ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. მარეზის, მილინკოვიჩის და სენტ-მაქსიმინის გარეშე გადარჩება რამენაირად ევროპული ფეხბურთი :) რაც შეეხება რონალდუ-მესის წასვლას, დადებითიც ბევრი აქვს მაგ მოვლენას. 15 წელი მაგ ორი კაცის პატერნში გაგვატარებინეს და ბევრი ღირსეული დაიცაგრა. ერთი დიდი, ფულის საჭრელი მანქანა იყო შექმნილი, მთელი თავისი ოქროს ბურთებით და მედია მარკეტინგით. მესი და რონალდუ ძალიან ძლიერები მაინც იყვნენ, მაგრამ პოგბებს რომ გვტენიდნენ რაღაც სუპერ-ტალანტებად, ის დროც გვახსოვს.
ციციკორე
01 აგვისტო 2023 16:27
7
პოგბა ნამდვილად იყო სუპერ ტალანტი, ვინც აქტიურად უყურებდა იუვეს თამაშებს მის დროს აუცილებლად დამეთანხმება. უბრალოდ მას განსხვავებული ხასიათი აქვს, რის გამოც ყველა მწვრთნელთან ვერ აჩვენებს უმაღლეს დონეს. ყველაფერი ჰქონდა იმისთვის რო ყველა დროის ტოპ ნახევარმცველებში მოხვედრილიყო
nedved
02 აგვისტო 2023 19:56
1
Მაგარი ღარიბი გახდა ფეხბურთი სახელების მხრივ, ეს ყველაფერი მესი რონალდუს დაპირისპირებამ მოიტანა და უფრო მძიმეები დღეები ელის. Თან ყველა ფულს უყურებს. Სუპერლიგაა გამოსავალი.
გოგა
01 აგვისტო 2023 12:24
13
რატო აკეთებ მაგას? რაში გჭირდება?
sdas
01 აგვისტო 2023 18:32
1
როგორაა გამოსავალი? მანდ მარტო ფულია, სხვა არაფერი. ეგენი მარტო მოიხმარენ და არაფერს ზრდიან. ფუხბურთს საერთოდ ჩაკლავს.
გიორგი
01 აგვისტო 2023 13:20
1
მინუსებში ვინც წერთ, მესი არ გიყვართ, რონალდო თუ კვარა?
რევაზი გერმანიის ფანი
01 აგვისტო 2023 11:46
7
სწორი და ამ ეტაპზე საკმაოდ მოზომილი სტატიაა. წავა ხვიჩა გრანდში, დღეს თუ არა, ხვალ!
ზვიადი
01 აგვისტო 2023 11:12
3
როცა კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ,მეტი ფულია საჭირო და ახალი ტურნირებიო,უეფამ ხელები გადაუგრიხა,იუვე და ანიელი ლამის გაშოლტეს,ხოდა ახლა რაღას იტყვით? დღე არ გავა,ერთი ტრანსფერი მაინც კეთდება არაბეთის კლუბებისგან და ეს არც არის გასაკვირი,რადგან რონალდუ გადაიყვანეს. მართალია ასაკშია,თუმცა მისი კალიბრის მოთამაშეს ხალხი მიყავს სტადიონზეც და მინდორზეც. მარადონა ღიპიანი უფრო მეტ ხალხს აგროვებდა,ვიდრე 90% ფეხბურთელების მოაგროვებს. სუპერლიგა იმ ფორმატით,რაც დაანონსებული იყო,არ იყო კარგი,თუმცა მოფიქრება შეიძლებოდა რაღაცის. 300 მილიონს მონაწილეობისთვის იღებდნენ გუნდები,რაც ძალიან დიდი თანხაა,ამას დაუმატეთ დასწრების და მოგები ფული,ხოდა კარგი მსუყე თანხა გამოდიოდა. უეფამ არ დაუშვა და ამაში ქვეყნების მთავრობები დაიხმარა,რაც კორუფციის მაშტაბს უფრო ზრდის. გვაქვს ყველაზე შემოსავლიანი ტურნირი ლიგა,სადაც გამარჯვებული 70 მილიონს იღებს და მაქსიმუმ 150 მილიონი მოაგროვოს. ეგეც ხომ არ არის,სიტი შემოსავლების გაზრდაში დადანაშაულეს,მერე გამართლდა და 10 მილიონი გადაიხადა.რომელ სამართალშია ასე,მართალი მხარე იხდიდეს ფულს? ახლა უარესი,რეალმა და პერესმა წინასწარი შეთანხმება გააკეთა მბაპესთან,რაც უეფას წესების დარღვევა არის,რადგან კლუბის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ ფეხბურთელთან მოლაპარაკება,თუ 6 თვე და ნაკლები არ აქვს დარჩენილი კონტრაქტი.სუპერლიგის ერთერთი ინიციატორია პერესი,ხოდა ანიელის რატომ დაბრალდა ყველაფერი? გამოდის რო რეალსაც აქვს კორუფციული გარიგებები უეფასთან და არამარტო. ამხელა ხელფასებს იხდის,დიდ ტრანსფერებს ჩარხავს და ეხლა მბაპეში 200+ გადახდა უწევს,ხოდა ფეირფლეის წესებს რანაირად არ არღვევს? მსოფლიო ფეხბურთის პრობლემა მარტო არაბები არ არიან,არც ზოგიერთი კლუბი და უეფა/ფიფა აკლებს. ამის მიზეზი არის მონოპოლიზებული ბაზარი.

კვარას რაც შეეხება,ჯერ არ არის იმ კალიბრის რო ასე შეფასდეს,თუმცა განსხვავებული სტილი აქვს ნამდვილად.ევროპული გუნდები არ სუსტდებიან,მათ აქვთ გამოცდილება,რაც არ აქვს არაბეთს. დამიჯერეთ,სადაც დაიჭერენ ევროპული გუნდები არაბულს,იქ გახევენ შუაზე. ფულით ვერ იყიდი გამოცდილებას და ეს უხვად აქვთ ევროპულ გუნდებს. ჩემი აზრით,გამოსავალი ერთია,უნდა აიკრძალოს რაღაც თანხაზე მაღლა ტრანსფერები და ხელფასის გადახდა,ასევე კლუბებს უნდა ქონდეთ ვალდებულება,საკუთარი აკადემიის აღზრდილთა 70 % იყოს გუნდის შემადგენლობაში. უნდა იქნას მოფიქრებული ახალი ტურნირი და ჩემპიონატების თამაშები უნდა შემცირდეს. ეს ახალი ტურნირი უნდა იყოს მსოფლიო მაშტაბის.როგორც ეხლა გადიან გუნდები ლიგაზე,ისე უნდა გადიოდნენ მსოფლიოს ჩემპიონთა ლიგაზე. ლიგაზე მოთამაშე გუნდები უნდა იყვნენ მარტო ჩემპიონები,თავისი შესარჩევი ფლეიოფებით და როგორც მსოფლიო სანაკრებო ჩემპიონატზე გადიან,ისე გავლენ და იგივე კვოტა ექნება ყველა კონფედერაციას.ევროპა ლიგა/კონფერენს ლიგა ჩვეულებრივად დარჩეს,როგორც სხვა კონფედერაციების ტურნირები.ის ახალი ტურნირი უნდა ჩატარდეს ეროვნული ჩემპიონატების გუნდების და შესაბამისად,თამაშების შემცირებით. ეს ჩემპიონატები უნდა ითამაშო ერთ წრედ და სტადიონები უნდა შეირჩეს კენჭისყრით,თუმცა 50% მეტი თამაში არ უნდა ითამაშო გასვლა ან შინ. ინგლისის პრემიერლიგის გარდა,უენტერესო გახდა რიგი თამაშები,ბარსელონა ლევანტეს ყურებას,ადამიანს ურჩევნია უყუროს ბარსელონა კორინთიასს ან რეალი ინტერმაიამი. რაღაც დროის შემდეგ,ის ლევანტეც წამოიწევს წინ,რადგან ტალანტებს არ გაუშვებს უპრაგონოდ,მთლად ლევანტე არა,მარა ბენფიკა ან აიაქსი ხო გახდება დიდი ძალა ან ლიონი? ბრეშა იტალიაში და სოტონი ინგლისში.თბილისის დინამოც მიაღწევდა წარმატებას,შესაძლოა ამ წესებით მამარდა,კვარა და სხვები ისევ გუნდში ყოფილიყვნენ.რავი რა,ჩემი აზრით,ეს არის გამოსავალი,თუ არადა ერთ დღეს ბევრი ისტორიული კლუბი გაქრება და აღმოცენდება ფულით შეკოწიწებული გუნდები,სადაც დომხალი იქნება და ფულის გამო ბურთავი. მესი ბარსელონაში და მესი პსჟში ერთი იყო? ან მესი არგენტინის ნაკრებში და მესი პსჟში? ეშხი ქონდა დაკარგული ამ გუნდში ფეხბურთელს,რადგან იქ მხოლოდ ფულის და ეიფელზე ასვლის გამო წავიდა.
გერასიმე
01 აგვისტო 2023 10:26
5
1979 წელს,თბილისის დინამოს წინააღმდეგ ლივერპულის შემადგენლობაში,თუ სწორად მახსოვს,მხოლოდ ერთი ინგლისელი თამაშობდა.სხვები,ზოგი შოტლანდიელი იყო,ზოგი უელსელი და ზოგიც,ირლანდიელი.მიუხედავად ამისა,თქვენ მაინც დაახლოებით მაშინდელ მოდელს თვლით,საუკეთესოდ.სამართლიანობის მხრივ,ის მოდელი,მართლაც უკეთესი იყო,თუმცა ევროკავშირის შექმნამ,ეს სისტემა დაანგრია და ფეხბურთელებმა საშუალება მიიღეს,ევროკავშირის მასშტაბით,თავისუფლად ემოძრავათ.ეკონომიურად ძლიერი ქვეყნების გუნდები გაძლიერდნენ,აღმოსავლეთ ევროპის გუნდები კი,დაიჩაგრნენ.სიმართლის მიუხედავად,ამ ვარიანტს,მაინც არავინ დააბრუნებს.გამორიცხულია!რადგან,ტოპ გუნდების დონე დაეცემა და გამარჯვებულებში,ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნების გუნდებიც აღმოჩნდებიან.ფეხბურთი ბიზნესია და ეს,მოგებას,ძალიან შეამცირებს.ამას კი,რა თქმა უნდა არავინ დაუშვებს.საკუთარი თავის მტერი,არავინ იქნება!
სოსო
01 აგვისტო 2023 17:59
0
აბსოლიტურად გეთანხმები გერასიმე რაც დაწერე. ყველაფერი არის სწორი. და ძალიან გავბრაზდი რომ დაგიწერა ორმა ვითომ მინუსი. ვერ მივხდი რა არ მოეწონათ. ყველაფერი იმენა დამარცვლე თავისი წერილი და მძიმეთი.
ბექა
01 აგვისტო 2023 14:28
1
ევროპულ ფეხბურთს ვერ გაუწევს არაბეთი კონკურენციას.
მარტო ფული ვერ გადაწყვეტს. აქ ტრადიციებია მთავარი.
ერთადერთი ამერიკას შეუზლია კონკურენცია გაუწიოს და რო მოინდომოს შეზლებს.
ამერიკა მექაა სპორტის ნჰელი ნბეი. ასე რომ ფეხბურთშიც შექმნის მონსტრს. ეგაარ ომ საბედნიეროდ ამერიკელ ხალხს ფეხბურთი არ უყვარს :)

რაც შეეხება მესი-რონალდოს შეცვლას ეს სეუზლებელია. ესეთები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან.
ასეთი დეპირისპერება ერტადერთი მახსენდება. ბეკენბაუერი-კრუიფლი. დღემდე მიდის მსჯელობა ვინ უფრო დიდი იყო. უმრავლესობა კრუიფისკენ იხრება, თუმცა მსოფლიო მარტო ბეკენბაუერმა მოიგო :)
las
01 აგვისტო 2023 10:14
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული