
Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზადაა, ხელფასი დაიკლოს, რათა ერთ-ერთ მეგა-კლუბს შეუერთდეს.
რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი მწვრთნელის პოზიციას, ხავის სურს, რომ მცველი იჯარის წესით გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, პორტუგალიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა, სადაც 15 შეხვედრაში თავი 4 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით